იუსტიციის სამინისტრო მიხეილ სააკაშვილს გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაყვანას სთავაზობს
იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე საქართველოს მესამე პრეზიდენტს, მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილს გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაყვანას სთავაზობს.
„ვთავაზობთ, რომ იგი გადაყვანილი იყოს გიორგი აბრამიშვილის თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალში“, - განაცხადა მინისტრმა.
აღნიშნულის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ იუსტიციის სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, მკურნალობის კურსის დასრულების შემდეგ მიხეილ სააკაშვილს რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში დააბრუნებენ.
„ეს არის ადგილი, სადაც მისი ჯანმრთელობა და უსაფრთხოება სახელმწიფოს მხრიდან მაქსიმალურად იქნება დაცული. ამ გადაწყვეტილებით ჩვენ ვიცავთ არამხოლოდ მიხეილ სააკაშვილის, არამედ სხვა ადამიანების ჯანმრთელობას და სიცოცხლეს, რომლებიც ახლა შიმშილობენ. მკურნალობის კურსის დასრულების შემდეგ იგი გადაყვანილი იქნება რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში“,-აღნიშნავს ბრეგაძე.
ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილი გლდანის მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში იმყოფება. გუშინ, ღამე მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა. კერძოდ, მან გონება დაკარგა, რის შემდეგაც ის რეანიმაციულ განყოფილებაში გადაიყვანეს.
სიახლეები
- 4 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი
- "დიდი შეცდომა დავუშვით „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ, დესოვეტიზაციის ბევრად რადიკალური ზომები რომ არ გავატარეთ"
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 4 თებერვლისთვის
- პარლამენტმა „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში ცვლილებებს მხარი დაუჭირა
- "ნიდერლანდების საელჩომ უნდა გააცნობიეროს, რომ დეზინფორმატორების დაფინანსებით საერთაშორისო სამართალს არღვევს"
