ერთი წელია რუსთავის ციხიდან გლდანში არავინ გადაუყვანიათ - ომბუდსმენი
რუსთავის მე-12 დაწესებულებიდან მე-18 გლდანის სამკურნალო დაწესებულებაში ბოლო ერთი წლის განმავლობაში გადაყვანილი არ არის არც ერთ პატიმარი - ამის შესახებ სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ, ტელეკომპანია პირველის ეთერში განაცხადა.
მისივე თქმით, არსებული პრაქტიკის შესაბამისად პატიმრები სამოქალქო კლინიკაში გადაჰყავთ ხოლმე.
"ანუ, როდესაც საუბარია იმაზე, რომ მიხეილ სააკაშვილს ეპყრობიან ისე, როგორც ეპყრობიან სხვა პატიმრებს, ეს არ არის სიმართლე. პირიქით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს არის განსხვავებული შემთხვევა, ჩვეულებრივი პრაქტიკიდან ამოვარდნილი განსხვავებული შემთხვევა, როდესაც მე-12 დაწესებულებიდან მე-18 დაწესებულებაში გადაიყვანეს პატიმარი, მაშინ, როდესაც სხვები გადაჰყავთ ხოლმე სამოქალაქო ტიპის დაწესებულებაში" - ამბობს ნინო ლომჯარია.
სიახლეები
- საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს
- იმერეთში რძის გადამამუშავებელი არალეგალური საწარმოები გამოვლინდა
- ,,გლოვის დღეები ჰქონდა საქართველოს, ამიტომ არაფერი დავწერე, არადა ბევრი რამ მოხდა…” – ეკა კუპატაძე
- ნიუ-იორკის აეროპორტში სამგზავრო თვითმფრინავი შეეჯახა აეროპორტის სატრანსპორტო საშუალებას
- ისრაელმა თეირანში იერიშის ახალი ტალღა დაიწყო
