მიხეილ სააკაშვილს საქართველოს საზღვარი არ გადმოუკვეთავს -შსს
შინაგან საქმეთა სამინისტრო ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის საქართველოში ჩამოსვლასთან დაკავშირებულ ინფორმაციაზე პირველ კომენტარს აკეთებს.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ უწყებაში განუცხადეს, მიხეილ სააკაშვილს საქართველოს საზღვარი არ გადმოუკვეთავს.
შეგახსენებთ: საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ვიდეოს აქვეყნებს და აცხადებს, ბათუმში იმყოფება.
„ეს არის ბათუმი. 2 ოქტომბერს უნდა მივიდეთ არჩევნებზე, მივცეთ ხმა „ნაციონალურ მოძრაობას“ და არავითარ შემთხვევაში არც ივანიშვილს, არც გახარიას. აქ უნდა ყოფილიყო ბათუმის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი, რომელიც გაანადგურეს. ხომ ხედავთ, ყველაფერი გავრისკე. ისე მენატრებოდა აქაურობა. დღეს არის ჩემი ოცნების აღსრულება“, - აცხადებს ვიდეომიმართვაში მიხეილ სააკაშვილი.
სიახლეები
- 4 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი
- "დიდი შეცდომა დავუშვით „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ, დესოვეტიზაციის ბევრად რადიკალური ზომები რომ არ გავატარეთ"
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 4 თებერვლისთვის
- პარლამენტმა „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში ცვლილებებს მხარი დაუჭირა
- "ნიდერლანდების საელჩომ უნდა გააცნობიეროს, რომ დეზინფორმატორების დაფინანსებით საერთაშორისო სამართალს არღვევს"
