ნიკა გვარამიას შეკვეთილი მკვლელობის მომზადების ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს - სუსი
სუს-ის კონტრტერორსტული ცენტრის უფროსის მოადგილის, ბაჩა მგელაძის განცხადებით, ტელეკომპანია "მთავარის" დამფუძნებელსა და დირექტორს, ნიკა გვარამიას ნიკა გვარამიას შესაძლო მკვლელობის მომზადების საქმეზე დამატებითი ინფორმაცია მიაწოდეს და მისცეს უსაფრთხოების ზომების გამკაცრების რეკომენდაცია.
მგელაძის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ გამოძიება ნიკა გვარამიას მკვლელობის მომზადების ფაქტზე მიმდინარეობს, შესაძლებელია, მკვლელობის სამიზნე სხვა ჟურნალისტიც იყოს. კონტრტერორისტული ცენტრის უფროსის მოადგილე აღნიშნული ჟურნალისტის ვინაობას არ აკონკრეტებს.
"მიმდინარეობს გამოძიება განზრახ შეკვეთილი მკვლელობის მომზადების ფაქტზე, შესაბამისად, გამოძიების ფარგლებში ჩვენს მიერ დაბარებული იქნა ნიკა გვარამია, მას მიეწოდა გარკვეული სახის ინფორმაცია და მიეცა რეკომენდაციები უსაფრთხოების ზომების გამკაცრებასთან დაკავშირებით. მოგეხსენებათ, რომ გამოძიება მიმდინარეობს ნიკა გვარამიას შეკვეთილი მკვლელობის ფაქტზე, თუმცა შესაძლებელია ნიკა გვარამიასთან ერთად, შესაძლებელია, მკვლელობის სამიზნე იყოს სხვა ჟურნალისტიც" - განაცხადა ბაჩა მგელაძემ.
ინფორმაციისთვის, ნიკა გვარამია დღეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში იმყოფებოდა. მისი თქმით, შესაძლო ტერორისტული აქტის მომზადების საქმეზე უწყებისგან დამატებით ინფორმაცია მიიღო და აღნიშნა, რომ საუბარი შეეხო დაცვის გაძლიერების საკითხს.
სიახლეები
- ზოდიაქოს ნიშნების დაუფასებელი და საუკეთესო თვისებები
- "უკრაინაში ყველა ჩვენგანს უნდა, რომ პრეზიდენტი ტრამპი იყოს ჩვენთან ერთად თურქეთში, ეს სწორი იდეაა" - ზელენსკი
- "თვითმმართველობის არჩევნები არის რადიკალების ბოლო შანსი, ამ შანსსაც თუ ხელიდან გაუშვებენ, საბოლოოდ დარჩებიან დემოკრატიული პროცესის მიღმა"
- "ხუთშაბათს დაგეგმილი რუსეთ-უკრაინის შეხვედრა ძალიან მნიშვნელოვანია - შეწყვიტეთ სისხლისღვრა" - დონალდ ტრამპი
- "ვხედავთ თავქარიან დამოკიდებულებას საქართველოს მიმართ, ვხედავთ უხეშ ჩარევას საქართველოს შიდა პოლიტიკაში" - შალვა პაპუაშვილი