"წინასაარჩევნოდ აკავებენ და მერე მშობლებისგან მათ გათავისუფლებას ხმების სანაცვლოდ ითხოვენ"
პანკისში ტერორისტული ორგანიზაციის წევრობის ბრალდებით 5 პირის დაკავებას მალხაზ მაჩალიკაშვილი წინასაარჩევნო პერიოდს უკავშირებს და აცხადებს, რომ ხელისუფლება წინასაარჩევნოდ მსგავსი ტიპის დაკავებას ხეობაში ყოველთვის ახორციელებს.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ მაჩალიკაშვილმა განუცხადა, ხელისუფლება დაშინებით, დაკავებებით და მოსყიდვით ცდილობს არჩევნებში ხმების მოპოვებას.
„დაკავებულიდან ორი ჩემი გვარისაა. ეს ყველაფერი არჩევნებზე არის გათვლილი, როგორც ყოველთვის ხდება ხეობაში. წინასაარჩევნოდ აკავებენ და მერე მშობლებისგან თითოეულის გათავისუფლებას არჩევნებში ხმების სანაცვლოდ ითხოვენ. ხელისუფლებას აწყობს და იციან, რომ ეს მეთოდი უნდა გამოიყენონ. სხვა გზა მათ არ აქვთ, ან დაშინებით ან მოსყიდვით, ან ბავშვების დაჭერით უნდა მოაგროვონ ხმები“, - განაცხადა მაჩალიკაშვილმა.
ცნობისთვის, კახეთში, ტერორისტული ორგანიზაციის წევრობის ბრალდებით 5 პირი დააკავეს. 2 პირი სოფელ დუისში, 3 კი ქორეთში დააკავეს.
ინფორმაცია „ინტერპრესნიუსს“ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაუდასტურეს.
მათი განმარტებით, ამჟამად საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.
როგორც სუს-ში აღნიშნავენ, გამოძიება 327-ე მუხლით მიმდინარეობს.
სიახლეები
- "აშშ გულწრფელად ისწრაფვის კონფლიქტის მოგვარებისკენ, თუმცა ეს პირველ რიგში რუსეთისა და უკრაინის საქმეა" - ვლადიმერ პუტინი
- "არავინ თანხის დასაზოგად არ არის განწყობილი, ამორალურია, როდესაც დიუშენის მედიკამენტებთან დაკავშირებით პოლიტიკური ქულების დაწერას ცდილობენ"
- ნავთობის ბაზრის ანალიზი ადასტურებს, რომ ირან-ამერიკის დაპირისპირება მისულია ფინალურ ფაზამდე
- გლდანში ავარიას ქვეითი ემსხვერპლა
- 10 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი
