4 პირი გვყავს, ვინც მეგი ბაქრაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა ვაქცინაციამდე იცოდა - ადვოკატი
4 პირი გვყავს, ვინც მეგი ბაქრაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა ვაქცინაციამდე იცოდა და იცის, თუ რა დახმარება გაეწია ვაქცინაციის შემდგომ, ისინი ამას საგანგაშოდ მიიჩნევენ, - ამის შესახებ გარდაცვლილი 27 წლის ექთნის მეგი ბაქრაძის ოჯახის ადვოკატმა ნინო ამაღლობელმა მედიაცენტრ „მთავარში“ განაცხადა.
მისივე თქმით, აღნიშნული პირები ოჯახის წევრები არ არიან.
„ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი მინდა გავაჟღერო. ჩვენ 4 პირი გვყავს, ვინც იცის და იცოდა მეგი ბაქრაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა ვაქცინაციამდე და იცის, თუ რა დახმარება გაეწია ვაქცინაციის შემდგომ და ისინი ამას საგანგაშოდ მიიჩნევენ. მინდა აგრეთვე გაგიმხილოთ, რომ ეს პირები არ არიან ოჯახის წევრები და აბსოლუტურად ობიექტური პირები არიან. უახლოეს შემჭიდროებულ ვადებში პროკურატურას შუამდგომლობით მივმართავთ, ყველა ამ პირის მაიდენტიფიცირებელი ინფორმაციით, რომ ეს პირები გამოკითხული იყვნენ“, - განცხადა ნინო ამაღლობელმა.
გარდაცვლილი ექთნის ოჯახის კიდევ ერთი ადვოკატის, ვახტანგ ბარამაშვილის განცხადებით, მეგი ბაქრაძის სამედიცინო ისტორიის ნაწილი ძალიან ზოგადია.
„სამედიცინო ისტორიის ის ნაწილი, რაც ჩვენ გვაქვს, ძალიან ზოგადია და თითოეული ვერსიის განვითარების საშუალებას იძლევა. გარდაცვალების პირველი ვერსია ეს არის, ანაფილაქსიით გამოწვეული შოკი, მეორე ვერსია, რომელიც პროფესიონალების მხრიდანაც გავრცელდა ესაა ფილტვის თრომბოემბოლია, მესამე ვერსით კი, მეგის ფილტვების ორმხრივი მინისებრი დაჩრდილვა", - განცხადა ადვოკატმა.
ცნობისთვის, 27 წლის ექთანი მეგი ბაქრაძე, რომელსაც „ასტრაზენეკას“ ვაქცინის გაკეთების შემდეგ ანაფილაქსიური შოკი განუვითარდა, თსსუ-ს პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გარდაიცვალა.
მომხდართან დაკავშირებით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.
სიახლეები
- "გაისად, 1700 წელი სრულდება ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებიდან - განსაკუთრებით ვემზადებით აღსანიშნად" - მეუფე შიო
- მაკიაჟი ზაფხულისთვის: როგორ გამოიყურებოდეთ შეუდარებლად სანაპიროზე?
- "რეჟიმი თქვენ წინაშე გაშიშვლდა" - სალომე ზურაბიშვილი მზია ამაღლობელს და ნინო დათაშვილს
- "ლელო" თაღლითების პარტიაა, „თაღლითების პარტიის" წევრობა და მხარდაჭერა კი თაღლითობაში თანამონაწილეობაა" - შალვა პაპუაშვილი
- "ნინო დათაშვილის ფსიქიატრიული ექსპერტიზა დაინიშნა იმის გამო, რომ მისმა ადვოკატმა წარადგინა დოკუმენტები მის ფსიქოლოგიურ არამდგრადობასთან დაკავშირებით" - პროკურატურა