გოგი წულაიას პატიმრობა შეეფარდა
თბილისის საქალაქო სასამართლომ გოგი წუალიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
სხდომაზე ბრალდების მხარე პატიმრობას ითხოვდა, ხოლო დაცვის მხარე აღკვეთის გარეშე დატოვებას და 5 000 ლარის ოდენობით გირაოს შეფარდებას. მოსამართლემ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა.
მოსამართლის, ზვიად შარაძის გადაწყვეტილებით, სხდომა დახურულ რეჟიმში მიმდინარეობდა. მისი განცხადებით, სახეზე შესაძლოა, სქესობრივი დანაშაულის ნიშნები ყოფილიყო, რის გამოც სხდომა დახურულ რეჟიმში უნდა წარმართულიყო.
გოგი წულაიას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 138-ე მუხლით წარედგინა, რაც სექსუალური ძალადობის მსგავს ქმედებას გულისხმობს. ბრალდება 4-დან 6 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
სიახლეები
- საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს
- იმერეთში რძის გადამამუშავებელი არალეგალური საწარმოები გამოვლინდა
- ,,გლოვის დღეები ჰქონდა საქართველოს, ამიტომ არაფერი დავწერე, არადა ბევრი რამ მოხდა…” – ეკა კუპატაძე
- ნიუ-იორკის აეროპორტში სამგზავრო თვითმფრინავი შეეჯახა აეროპორტის სატრანსპორტო საშუალებას
- ისრაელმა თეირანში იერიშის ახალი ტალღა დაიწყო
