ვახტანგ გომელაური - გასულ წელთან შედარებით, დანაშაული 10 პროცენტით შემცირდა
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატმა ვახტანგ გომელაურმა საკანონმდებლო ორგანოში, კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე, უწყების მიერ გაწეული საქმიანობის და მომდევნო წლებში დაგეგმილი რეფორმების შესახებ ისაუბრა.
„პანდემიამ ფაქტობრივად გააორმაგა პოლიციის პასუხისმგებლობა, მნიშვნელოვანი პროგრესი გვაქვს ჩვენი ძირითადი საქმიანობის კუთხით და ამ მიმართულებით, უმთავრესი, რა თქმა უნდა, გახლავთ კრიმინალთან ბრძოლა. სამართალდამცველთა მუშაობის შედეგად, დანაშაული, გასულ წელთან შედარებით, შემცირდა 10 პროცენტით. უფრო მეტსაც გეტყვით, კლების მნიშვნელოვანი ტენდენცია გვაქვს ისეთ დანაშაულებზე, რაც გავლენას ახდენს ქვეყანაში არსებულ კრიმინოგენულ ვითარებაზე, კერძოდ: ყაჩაღობა – 42 პროცენტი, გამოძალვა – 34 პროცენტი, ძარცვა – 25 პროცენტი, ქურდობა – 12 პროცენტი, შემცირებულია ბინების გაქურდვის ფაქტებიც – 28 პროცენტი, მკვლელობის მცდელობა – 5 პროცენტი. ეს გახლავთ რეალური ციფრები, რასაც ყოველთვიურად ვაქვეყნებთ. ოპონენტები ხშირად ამბობენ, რომ ქვეყანაში კრიმინალმა იმატა. არსებული მონაცემები კი საპირისპიროს ადასტურებენ და მსგავსი განცხადებები მხოლოდ პოლიციის დისკრედიტაციისკენ არის მიმართული“, – აღნიშნა ვახტანგ გომელაურმა.
სიახლეები
- "აშშ გულწრფელად ისწრაფვის კონფლიქტის მოგვარებისკენ, თუმცა ეს პირველ რიგში რუსეთისა და უკრაინის საქმეა" - ვლადიმერ პუტინი
- "არავინ თანხის დასაზოგად არ არის განწყობილი, ამორალურია, როდესაც დიუშენის მედიკამენტებთან დაკავშირებით პოლიტიკური ქულების დაწერას ცდილობენ"
- ნავთობის ბაზრის ანალიზი ადასტურებს, რომ ირან-ამერიკის დაპირისპირება მისულია ფინალურ ფაზამდე
- გლდანში ავარიას ქვეითი ემსხვერპლა
- 10 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი
