„თავისუფლების მოედანი” ყოველთვის იყო სამართლიანი პროტესტის მონაწილე და ლიდერი. როგორც აქამდე ვიყავით საერთო წინააღმდეგობის ერთგული, ისევე ვიქნებით 4 ოქტომბერსაც და ბოლომდე, სანამ არ ასრულდება ჩვენი საერთო მიზანი: პოლიტპატიმრების გათავისუფლება, ახალი, თავისუფალი არჩევნების ჩატარება და ქვეყანაში დემოკრატიული მმართველობის აღდგენა, - ამის შესახებ „თავისუფლების მოედნის“ ლიდერმა, ლევან ცუცქირიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
სექტემბერი 30 2025
წაკითხვა 557 ჯერ
