3 დეკემბერს, გამთენიისას, თბილისში საპროტესტო აქციის დაშლისას დაშავებული 21 წლის ალექსი თირქიას ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.
ჯანდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ 3-4 დეკემბრის ღამეს, რუსთაველის გამზირიდან სამედიცინო დაწესებულებებში გადაყვანილია 15 დაშავებული.
თბილისში დაკავებულია საქართველოს პარლამენტთან გამართული საპროტესტო აქციის 43 მონაწილე.
ტელეკომპანია „ფორმულას“ ჟურნალისტ გურამ როგავას აქციაზე ძალადობის გამო სახის ძვლები და კისრის მალა აქვს მოტეხილი.
მინდა მივმართო ელჩებს, ერთხელ უკვე მოგმართეთ, დღეს რაღას აკეთებთ, ვის ემსახურებით, რას ემსახურებით, სად ხართ? - რუსეთს გინდათ ემსახუროთ? - ასე მიმართა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა საქართველოს ელჩებს, პრეზიდენტის სასახლეში გამართული ბრიფინგის დროს.
აფხაზეთში არ ვიმყოფები, - ამის შესახებ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ყოფილმა პრეზიდენტმა, ასლან ბჟანიამ რუსულ მედიას განუცხადა.
