აზერბაიჯანელმა ჰაკერებმა სომხეთის სამთავრობო დოკუმენტები მოიპოვეს
აზერბაიჯანელმა ჰაკერებმა რამდენიმე სომხური ვებ-გვერდი გატეხეს და არაერთი მნიშვნელოვანი სამთავრობო დოკუმენტი მოიპოვეს.
ამის შესახებ ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ავრცელებს.
აზერბაიჯანული მედიის ცნობით, დოკუმენტები მოპოვებულია სომხეთის მაღალი ტექნოლოგიების მრეწველობის სამინისტროდან, ასევე სომხეთის მთავრობის ჩანაწერების ელექტრონული არქივის სისტემიდან. გარდა ამისა, აზერბაიჯანელმა ჰაკერებმა მოიპოვეს მთელი რიგი დოკუმენტაცია, რომელიც ბელარუსში სომხეთის საელჩოს ეკუთვნის.
სიახლეები
- ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე საქართველოს 142-ე პატრიარქი აირჩიეს
- ,,დღეს ისტორიული მოვლენის წინაშე ვდგავართ, ყოვლადწმინდა სამების ამ დიდებულ ტაძარში შეკრებილნი სრულად ვართ მინდობილნი ღვთის განგებულებას"- მეუფე შიო
- ,,ღვთის განგებას ვერ გადავწყვეტ, როგორც უფალი განაგებს ისე იქნება"- მეუფე იოანე
- ,,მშვიდობა იზეიმებს და საქართველო გაიმარჯვებს" - მეუფე გრიგოლი
- სამეგრელოში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღეს
