რუსეთში ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტის მრჩეველი დააკავეს
რუსეთში აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტის მრჩეველი საერთაშორისო ურთიერთობების საკითხებში, ახრა ავიძბა დააკავეს.
ამის შესახებ ოკუპირებული რეგიონის ე.წ. უშიშროების საბჭოს მდივანი, სერგეი შამბა იტყობინება.
ახრა ავიძბას სოჭის სასამართლომ 10 დღიანი პატიმრობა შეუფარდა. დაკავების მიზეზი 7 აგვისტოს ავიძბას მიერ რუსეთი-აფხაზეთის საზღვრის კვეთა გახდა. კერძოდ, რუსმა მესაზღვრეებმა ავიძბას საზღვრის გადაკვეთის უფლება არ მისცეს, რის გამოც მან მანქანით სასაზღვრო ბარიერი გაარღვია.
ავიძბას დიპლომატიური პასპორტი ჰქონდა, რაც მესაზღვრეებმა არ გაითვალისწინეს.
ახრა ავიძბა არის პოლიტიკოსი, რომელიც 2019 წლის ბოლოს - 2020 წლის დასაწყისში ქუჩის აქციებს ხელმძღვანელობდა, რომლებიც პრეზიდენტის გადაყენებით დასრულდა.
სიახლეები
- საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს
- იმერეთში რძის გადამამუშავებელი არალეგალური საწარმოები გამოვლინდა
- ,,გლოვის დღეები ჰქონდა საქართველოს, ამიტომ არაფერი დავწერე, არადა ბევრი რამ მოხდა…” – ეკა კუპატაძე
- ნიუ-იორკის აეროპორტში სამგზავრო თვითმფრინავი შეეჯახა აეროპორტის სატრანსპორტო საშუალებას
- ისრაელმა თეირანში იერიშის ახალი ტალღა დაიწყო
