"7 სოფელი ოკუპაციისგან გათავისუფლდა" - აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრი
აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრმა, გენერალ-პოლკოვნიკმა ზაქირ ჰასანოვმა უსაფრთხოების საბჭოს სხდომაზე განაცხადა, რომ კონტრშეტევის შედეგად, აზერბაიჯანულმა არმიამ მტრის თავდაცვის ხაზი გაარღვია და 7 სოფელი ოკუპაციისგან გაათავისუფლა.
ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
”აზერბაიჯანის არმია კონტრშეტევას წარმატებით ახორციელებს, მტერი კი არც ისე ძლიერია და უკან იხევს”, - განაცხადა ზაქირ ჰასანოვმა.
აზერბაიჯანის გენერალური პროკურატურის განცხადებით, სომხური მხარის თავდასხმის შედეგად, აზერბაიჯანის 7 მშვიდობიანი მოქალაქე საავადმყოფოში გადაიყვანეს.
სიახლეები
- დაკავებულია „ქურდულ სამყაროსთან” კავშირში მყოფი 45 პირი
- მეცნიერებმა კიბოს ყველაზე აგრესიული ტიპის კვლევაში მნიშვნელოვანი შედეგები მიიღეს
- აჭარაში პოლიციამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით – 55 შეკვრა ნარკოტიკი ამოიღო
- მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის 57 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს
- რუსეთის ჯარებმა კიევს ისევ დაარტყეს
