"ეს სომხური ფაშიზმის კიდევ ერთი გამოვლინებაა" - ილჰამ ალიევი
აზერბაიჯანის პრეზიდენტმა და შეიარაღებული ძალების უმაღლესმა სარდალმა, ილჰამ ალიევმა აზერბაიჯანი-სომხეთის საზღვარზე მომხდარ შეტაკებასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა და საზოგადოებას მიმართა.
ილჰამ ალიევის განცხადებით, აზერბაიჯანი სომხეთის ქმედებებს უპასუხოდ არ დატოვებს. პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ აზერბაიჯანს სომხეთში სამხედრო სამიზნეები არ აქვს. პრეზიდენტის მიმართვას აზერბაიჯანული მედია ავრცელებს.
"ბოლო დროს სომხეთის სამხედრო პროვოკაციები აზერბაიჯანის წინააღმდეგ რეგულარული გახდა. ივლისში, სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვართან ტოვუზის მიმართულებით განხორციელებული სროლის დროს ჩვენი სამხედროები და სამოქალაქო პირი მოკლეს. პირველი ცეცხლი, სწორედ სომხებმა გახსნეს და პირველი გარდაცვლილები აზერბაიჯანელი სამხედროები იყვნენ.
აზერბაიჯანმა ღირსეულად უპასუხა მტრის შემოტევას...
კვირას დილით, სომხეთის შეიარაღებულმა ძალებმა დაიწყეს აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების პოზიციების დაბომბვა... ეს არის სომხეთის კიდევ ერთი სამხედრო პროვოკაცია. აზერბაიჯანი სომხეთის მოქმედებებს უპასუხოდ არ დატოვებს...
ეს სომხური ფაშიზმის კიდევ ერთი გამოვლინებაა", - განაცხადა ალიევმა.
სიახლეები
- დაკავებულია „ქურდულ სამყაროსთან” კავშირში მყოფი 45 პირი
- მეცნიერებმა კიბოს ყველაზე აგრესიული ტიპის კვლევაში მნიშვნელოვანი შედეგები მიიღეს
- აჭარაში პოლიციამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით – 55 შეკვრა ნარკოტიკი ამოიღო
- მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის 57 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს
- რუსეთის ჯარებმა კიევს ისევ დაარტყეს
