რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტრო სოხუმში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტრო ოკუპირებულ აფხაზეთში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და მხარეებს მოუწოდებს მოახდინონ სიტუაციის სტაბილიზაცია.
„ჩვენ ამ ქვეყნაში მიმდინარე პროცესებს ვაფასებთ როგორც საშინაო მოვლენებს. ვიმედოვნებთ, რომ კანონის ფარგლებში სასწრაფოდ მოხდება ვითარების სტაბილიზაცია დაინტერესებული მხარეების პირდაპირი მშვიდობიანი დიალოგის გზით“,- ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ ოპოზიციის მომხრეები დე ფაქტო პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობაში გუშინ შეიჭრნენ. აქციის მონაწილეები რაულ ხაჯიმბას გადადგომასა და ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების ბათილად გამოცხადებას ითხოვენ.
სიახლეები
- "აშშ გულწრფელად ისწრაფვის კონფლიქტის მოგვარებისკენ, თუმცა ეს პირველ რიგში რუსეთისა და უკრაინის საქმეა" - ვლადიმერ პუტინი
- "არავინ თანხის დასაზოგად არ არის განწყობილი, ამორალურია, როდესაც დიუშენის მედიკამენტებთან დაკავშირებით პოლიტიკური ქულების დაწერას ცდილობენ"
- ნავთობის ბაზრის ანალიზი ადასტურებს, რომ ირან-ამერიკის დაპირისპირება მისულია ფინალურ ფაზამდე
- გლდანში ავარიას ქვეითი ემსხვერპლა
- 10 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი
