ოკუპირებულ ტერიტორიებთან გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრებ 1600-ზე მეტი სტუდენტის სწავლას სახელმწიფო დააფინანსებს
საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრებ 1600-ზე მეტი სტუდენტის სწავლას სახელმწიფო დააფინანსებს. აღნიშნულ ინფორმაციას განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო ავრცელებს.
სამინისტრომ 2019-2020 სასწავლო წელს აღნიშნული სტუდენტებისთვის სწავლის დასაფინანსებლად 4 000 000 ლარი გამოყო.
„სამინისტრო 2013 წლიდან ახორციელებს აკადემიური უმაღლესი განათლების პირველ და მეორე საფეხურზე ჩარიცხული გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრები დაზარალებული სტუდენტების დაფინანსებას. პროგრამის ფარგლებში ფინანსდებიან გორის, კასპის, ქარელის, ხაშურის, დუშეთის, ონის, საჩხერის, წალენჯიხისა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტებში საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში (ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლები: რუხი, რიყე და ხურჩა) დაზარალებული სტუდენტები.
2013 წლიდან დღემდე ოკუპირებულ ტერიტორიებთან გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრები სტუდენტების დაფინანსების სტატისტიკა მზარდია. 2013 წელს სახელმწიფომ 471 სტუდენტი დააფინანსა, წელს კი მათი რიცხვი 1600-ზე მეტი იქნება. უკანასკნელი 7 წლის განმავლობაში სახელმწიფომ ჯამში 7000-ზე მეტი სტუდენტის სწავლა დააფინანსა და 15 მილიონ ლარზე მეტი გამოყო.
სახელმწიფო საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრებ თითოეულ სტუდენტს სასწავლო გრანტის სრული ოდენობის ფარგლებში 2 250 ლარით აფინანსებს“, - ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
სიახლეები
- "უწმინდესმა გვასწავლა, რომ ჭეშმარიტი ძალა სიმდაბლეშია, რომ ნამდვილი გამარჯვება რეალური სიმტკიცეა" - როგორ იხსენებენ პატრიარქს
- საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე სიონის ტაძარში დაკრძალეს
- "უფალმა ილია მეორე მოავლინა მარტო კაცად და უბრუნდება მთელი ერით - ასე ხილულად, ასე ერთად, ასე გამთლიანებულად, როგორც ეს ამ დიდებულ დღეებში გაცხადდა"
- "გამხნევდით ძმანო და შვილნო, თქვენი პატრიარქი და მამა არ მომკვდარა, არამედ სძინავს, სწორედ პატრიარქ ილიაზეა ნათქვამი: „მკვდარი ცოცხალია“, რამეთუ მართალი მკვდარნი ცოცხლობენ"
- "ილია მეორის მოღვაწეობა გამოირჩეოდა სიბრძნითა და მაღალი მორალური ავტორიტეტით, რამაც მას უდიდესი პატივისცემა მოუტანა როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ"
