ენგურის ხიდზე მოძრაობა მხოლოდ ცალმხრივად არის შესაძლებელი
ოკუპირებულ აფხაზეთსა და დანარჩენ საქართველოს დამაკავშირებელ ენგურის ხიდზე გადაადგილება დღესაც შეზღუდულია.
ე.წ. მესაზღვრეები მგზავრებს ატარებენ მხოლოდ ოკუპირებული ტერიტორიის მიმართულებით, თბილისის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადასვლა კი ეკრძალებათ. დე ფაქტო მთავრობამ ასეთი გადაწყვეტილება 22 ნოემბერს, საღამოს მიიღო. ფაქტს წინ უძღოდა სოხუმში მომხდარი ინციდენტი, რომელსაც 2 ადამიანი ემსხვერპლა.
როგორც რადიო თავისუფლებასთან საუბარში გალელი რესპონდენტები ამბობენ, მათთვის ე.წ. საგუშაგოსთან არავის განუმარტავს, რა მიზეზით და როდემდე ჩაკეტეს ხიდი. გალელები შეზღუდვის შემოღებას, სოხუმში მომხდარს უკავშირებენ, რადგან რამდენიმე პირზე ძებნაა გამოცხადებული.
აფხაზური მედიის ინფორმაციით, 22 ნოემბერს, დაახლოებით 14:40 საათზე სამმა ნიღბიანმა ავტომანქანიდან ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გახსნა, სოხუმის ცენტრში, კაფე „სან რემოს“ მიმართულებით. თავდაპირველად გავრცელდა ცნობა, რომ სროლების შედეგად 3 ადამიანი გარდაიცვალა, თუმცა მოგვიანებით გაირკვა, რომ შემთხვევას ორი მამაკაცი ემსხვერპლა, მათ შორის, ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტი ასტამურ შამბა. დაიჭრა 4 მოქალაქე, აქედან ერთის, „სან რემოს“ თანამშრომელი ახალგაზრდა ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. დანარჩენ დაზარალებულებს სამედიცინო დახმარება აღმოუჩინეს.
ოპერატიულ-სამძებრო სამუშაოების შედეგად ავტომანქანა აალებული იპოვეს სოხუმის ერთ-ერთ რაიონში.
ქალაქში ე.წ. სამართალდამცავები გაძლიერებული რეჟიმით მოქმედებენ. ჯერჯერობით არავინ დაუკავებიათ.
სიახლეები
- ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე საქართველოს 142-ე პატრიარქი აირჩიეს
- ,,დღეს ისტორიული მოვლენის წინაშე ვდგავართ, ყოვლადწმინდა სამების ამ დიდებულ ტაძარში შეკრებილნი სრულად ვართ მინდობილნი ღვთის განგებულებას"- მეუფე შიო
- ,,ღვთის განგებას ვერ გადავწყვეტ, როგორც უფალი განაგებს ისე იქნება"- მეუფე იოანე
- ,,მშვიდობა იზეიმებს და საქართველო გაიმარჯვებს" - მეუფე გრიგოლი
- სამეგრელოში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღეს
