"არანაირი სამხედრო დაპირისპირება, რაც ქართულ მხარეს უნდა, არ იქნება!"
„სამხრეთ ოსეთის“ „პრეზიდენტმა“ ანატოლი ბიბილოვმა მოსახლეობას მოუწოდა არ აჰყვნენ ჭორებს და სიმშვიდე შეინარჩუნონ.
„პატივცემულო მეგობრებო, თანამოქალაქეებო! სოფელ უისტაში (წნელისი) შექმნილი მდგომარეობის გამო ბევრმა დაიწყო სიტუაციის დაძაბვა რესპუბლიკაში. მინდა ყველას განვუმარტო, რომ არანაირი სამხედრო დაპირისპირება, რაც ქართულ მხარეს უნდა, არ იქნება!
სოფელ უისტას მცხოვრებლები უკვე სრულ უსაფრთხოებაში არიან და სახელმწიფო ალანიას სასაზღვრო სამსახური იცავს! ასევე უარვყოფ ხმებს, რომ პრეზიდენტმა გაიყვანა თავისი ოჯახი! უფროსი შვილის გარდა ჩემი ოჯახი ადგილზეა, რომელიც სასწავლებლად დედის თანხლებით რუსეთში გაემგზავრა“, - დაწერა ბიბილოვმა ფეისბუქში.
მან თანამოქალაქეებს მოუწოდა, არ ენდონ ჭორებს, რადგან „მათ სიკეთე არასდროს მოაქვთ“.
სიახლეები
- "აშშ გულწრფელად ისწრაფვის კონფლიქტის მოგვარებისკენ, თუმცა ეს პირველ რიგში რუსეთისა და უკრაინის საქმეა" - ვლადიმერ პუტინი
- "არავინ თანხის დასაზოგად არ არის განწყობილი, ამორალურია, როდესაც დიუშენის მედიკამენტებთან დაკავშირებით პოლიტიკური ქულების დაწერას ცდილობენ"
- ნავთობის ბაზრის ანალიზი ადასტურებს, რომ ირან-ამერიკის დაპირისპირება მისულია ფინალურ ფაზამდე
- გლდანში ავარიას ქვეითი ემსხვერპლა
- 10 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი
