გუგუტიანთკარის მოსახლეობა აცხადებს, რომ საოკუპაციო ძალების წარმომადგენლები დილიდან დამატებით ლითონის კონსტრუქციებს ამონტაჟებენ
გორის მუნიციპალიტეტში, გამყოფ ხაზთან მდებარე სოფელ გუგუტიანთკართან, რუსული საჯარისო დანაყოფის წარმომადგენლები მეორე დღეა, აქტიურად აგრძელებენ ე.წ. ბორდერიზაციის პროცესს.
ადგილობრივი მცხოვრებლების თქმით, ერთი კვირის წინ განთავსებული ბოძების გარდა, საოკუპაციო ძალების წარმომადგენლები დილიდან დამატებით ამონტაჟებენ ლითონის კონსტრუქციებს, რომლებზეც ე.წ. სასაზღვრო ბადეებს ამაგრებენ.
„ძალზე ცუდ მდგომარეობაში ვართ. მეორე დღეა, აქტიურად გაჰყავთ ე.წ. საზღვარი, ახალი პერიმეტრი საკმაოდ შემოჭრილია ჩვენსკენ და ბაღების დიდი ნაწილი უკონტროლო ტერიტორიაზე რჩება. აღარ ვიცით, რა ვქნათ. 7 აგვისტოს დამონტაჟებულის გარდა, ახალი ბოძებიც მოიტანეს და ახლა ამაგრებენ. ვთხოვთ ხელისუფლებას, ყველა ბერკეტი გამოიყენოს ამ პროცესის შესაჩერებლად", - განაცხადა ,,ინტერპრესნიუსთან" სოფელ გუგუტიანთკარის მცხოვრებმა თინათინ გუგუტიშვილმა.
სიახლეები
- სამარხვო ოჯახური სოკოთი - ვიდეო
- პოლიციამ თბილისში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკები ამოიღო, დაკავებულია ხუთი პირი
- "უნგრეთის გვერდის ავლით და ევროპული კანონმდებლობის დარღვევით ბრიუსელი დგამს ნაბიჯებს გაყინული რუსული აქტივების ჩამორთმევისკენ, ეს ომის გამოცხადებაა"
- საბავშვო ევროვიზია 2025-ის გამარჯვებული საფრანგეთი გახდა
- "უამრავი ხალხია გამოსული, არაფერს ნიშნავს ეს კანონები, ამით ვერ აჩერებ ხალხს" - სალომე ზურაბიშვილი აქციაზე
