"დაგიგდებ ტელეფონს, გაიწიე ჩემი დე... გაიწიე თორე გაგჭრი შუაში“ - მთაწმინდის მე-18 უბანზე, დამკვირვებელს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს
"დაგიგდებ ტელეფონს, გაიწიე ჩემი დე... გაიწიე თორე გაგჭრი შუაში,“ - ხმაური და სიტყვიერი დაპირისპირება მთაწმინდის მე-18 უბანზე.
დაპირისპირება არასამთავრობო ორგანიზაციის დამკვირვებელსა და „ქართული ოცნების“ მხარდამჭერს შორის მოხდა.
სიტყვიერი დაპირისპირება იმ დროს მოხდა, როდესაც დამკვირვებელი დაინტერესდა, რატომ ისმოდა საარჩევნო უბანთან გინების ხმა. სწორედ ამ კითხვით მიმართავდა ის საარჩევნო უბანთან მყოფ ერთ-ერთ პირს, პარალელურად კი მობილური ტელეფონით ვიდეოს იღებდა. ამავდროულად, ადგილზე მყოფი მეორე პირი, "ქართული ოცნების" მხარდამჭერი, ამ ფაქტმა გააღიზიანა და ამომრჩეველს ვიდეოს გადაღების შეწყვეტისკენ მოუწოდებდა.
სავარაუდოდ, "ქართული ოცნების" მხარდამჭერი, დამკვირვებლის კითხვამ ისე გააღიზიანა, რომ ტელეფონის დამტვრევითაც დაემუქრა.
„ნუ უღებ ეხლა, გაიწიე ეხლა... გაწიე კამერა, თორე შემოგარტყი. რას დასდევ, დაგიგდებ ტელეფონს, გაიწიე ჩემი დე... გაიწიე თორე გაგჭრი შუაში,“ - მიმართა სავარაუდოდ „ქართული ოცნების“ მხარდამჭერმა ამომრჩეველს.
ინციდენტის შემდეგ, სამართლადამცველებმა, არასამთავრობო ორგანიზაციის დამკვირვებელი გამოკითხვაზე გადაიყვანეს.
სიახლეები
- ქუთაისში, პარლამენტის ყოფილი შენობის მიმდებარედ თანამედროვე მრავალფუნქციური პარკი მოეწყობა
- “ასეთ რა ჰონორარებს იღებს მისი ოჯახი; ასეთი ჩარიცხვები ხშირად ემთხვევა რადიკალური ოპოზიციის მიერ დაანონსებულ ე.წ. მშვიდობიან დამხობებს” - კახიანი ელენე ხოშტარიაზე
- “შემიძლია, პაატა ბურჭულაძეს სანაძლეო დავუდო – 4 ოქტომბერს, 20:00 საათზე ხელისუფლება ბურჭულაძეს თუ არ გადაეცა, მაშინ მან „ღვინოვ კახურო“ იმღეროს” - გურამ მაჭარაშვილი
- “2012 წლის შემდეგ, ახალი საცხოვრებელი, დაახლოებით, 39 000-მა დევნილმა ოჯახმა მიიღო, ამ მიმართულებით გამოყოფილი ბიუჯეტი 25 მლნ ლარიდან 240 მლნ ლარამდეა გაზრდილი” - ირაკლი კობახიძე
- ქუთაისში ნარკოტესტზე გადაყვანილმა მოქალაქეებმა ექიმები და პოლიციელები სცემეს