რუსეთი კვლავ ითხოვს "საქართველო-აფხაზეთისა და საქართველო-სამხრეთ ოსეთის საზღვრის დელიმიტაციას” და “ძალის არგამოყენებაზე” ვალდებულებას
რუსეთი კვლავ ითხოვს საქართველოსგან ოკუპირებულ რეგიონებთან “საზღვრის დელიმიტაციას” და საქართველოს მიერ “ძალის არგამოყენებაზე” ვალდებულებას.
ამის შესახებ განცხადებას რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო 4-5 მარტის ჟენევის ფორმატში შეხვედრების შემდეგ ავრცელებს.
“რეგიონში საერთო ვითარების შემდგომ გაჯანსაღებას ხელს შეუწყობდა საქართველო-აფხაზეთისა და საქართველო-სამხრეთ ოსეთის სახელმწიფო საზღვრების დელიმიტაციის პროცესის რაც შეიძლება სწრაფად დაწყება მათი შემდგომი დემარკაციით”, - განაცხადეს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში, რომელსაც სახელმწიფო გამოცემა TASS-ი ციტირებს.
ასევე, აღინიშნება, რომ რუსეთის საგარეო უწყებამ მონაწილეებს ყურადღება გაამახვილებინა “საქართველოს გასული წლის წინასაარჩევნო კამპანიის დროს ამ ქვეყნის უმაღლესი ხელმძღვანელობის პირებისგან აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთთან დაკავშირებით გაჟღერებული შემრიგებლურ განცხადებებზე”.
“ხაზგასმულია დაანონსებული ზრახვების ხელახლა დადასტურების მნიშვნელობა… და ასევე, მათი ტრანსფორმაცია კონკრეტულ პრაქტიკულ ნაბიჯებში, უპირველეს ყოვლისა, იურიდიულ ვალდებულებებში საქართველოს მიერ აფხაზეთის რესპუბლიკისა და სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის წინააღმდეგ ძალის არგამოყენების თაობაზე, შესაბამისი შეთანხმების ფორმით”, - ნათქვამია განცხადებაში.
რუსეთის საგარეო უწყების თქმით, ოკუპირებული რეგიონებიდან იძულებით გადაადგილებული პირებისა და დევნილების შესახებ გაეროს გენერალურ ასამბლეაში საქართველოს მიერ ყოველ წელს შეტანილი რეზოლუცია “სერიოზულ გამაღიზიანებლად” რჩება.
სიახლეები
- 6 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
- სასამართლომ ლუკა კურტანიძე ოჯახში ძალადობისთვის დამნაშავედ ცნო და 7 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა
- "არცერთი ადამიანი არ ყოფილა, რომელსაც ინტოქსიკაციის შედეგად ერთი დღე მაინც მოუწია საავადმყოფოში დარჩენა" - მიხეილ სარჯველაძე
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 6 დეკემბრისთვის
- "მნიშვნელობა არ აქვს, რა ნივთიერებას დაასახელებენ: როცა ეს მეორდება გადაბმულად, სტაფილოს წვენიც რომ ყოფილიყო, საზიანო იქნებოდა" - ზურაბ ჯაფარიძე
