უკრაინაში საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე დაიღუპა
უკრაინაში საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ მებრძოლი კახა თილიძე დაიღუპა.
ინფორმაცია მისი დაღუპვის შესახებ მისმა ახლობლებმა ფეისბუკზე 12 იანვარს გაავრცელეს, რაც ოფიციალურად დაადასტურეს საგარეო საქმეთა სამინისტროში.
ჯერჯერობით უცნობია, სად დაიღუპა ის.
უკრაინაში საბრძოლველად წასვლამდე, ის ამერიკის შეერთებულ შტატებში ცხოვრობდა.
თილიძე ხშირად აქვეყნებდა ვიდეოებს ფრონტის ხაზიდან და ფრონტზე განვითარებულ მოვლენებზე საუბრობდა. 2024 წლის აგვისტოში ის ხარკოვის ოლქის მიმართულებით მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობდა.
ომის დაწყების პირველივე დღეებიდან უკრაინაში რამდენიმე ასეული (არაოფიციალური ინფორმაციით, 2000-მდე) ქართველი მოხალისე იბრძვის.
ისინი სხვადასხვა ბატალიონში ირიცხებიან და მონაწილეობენ საომარ მოქმედებებში, ფრონტის წინა ხაზზე.
ომის დაწყებიდან (2022 წლის 24 თებერვლიდან) დღემდე, უკრაინაში 80-მდე ქართველი მებრძოლი დაიღუპა.
სიახლეები
- ,,ვახტანგ გომელაური ქიმიკოსი არ არის, რომ 2007 წელს შეძენილი ფხვნილი გადაემოწმებინა"- ირაკლი კობახიძე
- ზელენსკის თვითმფრინავს ირლანდიაში ვიზიტისას დრონები აედევნენ
- ისრაელს მომავალ წელს „ევროვიზიაში“ მონაწილეობის უფლება მიეცემა
- სომხეთში ნარკოდანაშაულის ბრალდებით დააკავეს არქიეპისკოპოსი, რომელიც, სავარაუდოდ, სექს-სკანდალში ფიგურირებდა
- მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის 28 მოქალაქე დააკავეს
