ბათუმში ადმინისტრაციული წესით რვა პირია დაკავებული
აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის საქალაქო სამმართველოს უფროსის, ირაკლი დგებუაძის ინფორმაციით, 12 იანვარს ბათუმში მიმდინარე საპროტესტო აქციაზე რვა პირია დაკავებული.
დგებუაძის თქმით, ყველა მათგანი დაკავებულია ადმინისტრაციული წესით - 166-ე და 173 მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულისთვის.
„ყველა პირი, რომელიც დაკავებული იქნა პოლიციის მიერ, არის ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის დაკავებული - 166-ე და 173 მუხლებით, ზოგიერთი მხოლოდ 173-ე მუხლით, რაც პოლიციის შეურაცხყოფასა და წინააღმდეგობის გაწევას გულისხმობს “, - უთხრა ბათუმის საქალაქო სამმართველოს უფროსმა "ტვ პირველის" ჟურნალისტს.
ბათუმში, აჭარის მთავრობის სახლთან აქციაზე 12 იანვარს რამდენჯერმე დაიძაბა ვითარება. თავდაპირველად დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც "კოალიცია ცვლილებისთვის" ლიდერი ელენე ხოშტარია ადგილზე სტიკერების გაკვრას შეეცადა, რასაც მისი დაკავება მოჰყვა. ასევე დააკავეს ოპოზიციონერი პოლიტიკოსი გიორგი კირთაძე. ოპოზიციური პარტიების მიერ გავრცელებული ცნობებით, დაკავებულთა შორის არიან "დროას" წევრი შუშანა მაცაბერიძე, "ძლიერი საქართველოს" წევრი ლუკა ნაცვლიშვილი და " გახარია - საქართველოსთვის" წევრი ელიზბარ ჩხიკვაძეც. "ბათუმელების" ინფორმაციით, დაკავებულია გამოცემის ოპერატორი და ფოტოგრაფი გურამ მურვანიძეც.
სიახლეები
- ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე საქართველოს 142-ე პატრიარქი აირჩიეს
- ,,დღეს ისტორიული მოვლენის წინაშე ვდგავართ, ყოვლადწმინდა სამების ამ დიდებულ ტაძარში შეკრებილნი სრულად ვართ მინდობილნი ღვთის განგებულებას"- მეუფე შიო
- ,,ღვთის განგებას ვერ გადავწყვეტ, როგორც უფალი განაგებს ისე იქნება"- მეუფე იოანე
- ,,მშვიდობა იზეიმებს და საქართველო გაიმარჯვებს" - მეუფე გრიგოლი
- სამეგრელოში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღეს
