რესტორან "ბაბილოსთან" გამართულ საპროტესტო აქციაზე ცხრა პირია დაკავებული
თბილისში, ბელიაშვილის ქუჩაზე მას შემდეგ, რაც რესტორანში მოსამართლეებმა დაიწყეს შეკრება კორპორაციულ წვეულებაზე მდებარე რესტორან „ბაბილოს“ წინ, საპროტესტო აქცია 12 იანვარს, დაახლოებით 15:00 საათზე დაიწყო.
რესტორანში შესასვლელად მოსამართლეებს ე.წ. სირცხვილის დერეფნის გავლა და საპროტესტო აქციის მონაწილეთა შეძახილების მოსმენა მოუწიათ. აქციის მონაწილეებმა მოსამართლეებს ასევე ესროლეს კვერცხები.
ადგილზე ვითარება რამდენჯერმე დაიძაბა, რის გამოც საპოლიციო ძალების განსაკუთრებული რაოდენობის მობილიზება გახდა საჭირო. რესტორანთან მიიყვანეს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლები.
საპროტესტო აქციაზე ცხრა პირია დაკავებული, როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, ყველა მათგანი დაკავებულია ადმინისტრაციული წესით, 166-ე და 173-ე მუხლებით გათვალისწინებული დარღვევისთვის.
დაკავებულთა შორის არიან „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის” ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრები ტიტე გედენიძე, შაკო მაღრაძე და ბექა პაპაშვილი. ამის შესახებ ინფორმაცია თვითონ პოლიტიკურმა მოძრაობამ გაავრცელა.
“რამდენიმე საათის განმავლობაში ადვოკატს და სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომელს არ ჰქონდათ ინფორმაცია თუ სად იყვნენ დაკავებულები და მოქალაქეების პროტესტის ფონზე, შსს იძულებული გახდა ინფორმაცია მიეწოდებინათ დაკავებულის ადვოკატისთვის და როგორც ცნობილია, შაკო მაღრაძე და ბექა პაპაშვილი გადაყვანილი ჰყავთ დიღმის იზოლატორში, ხოლო ტიტე გედენიძე ზაჰესის იზოლატორში”, - ნათქვამია „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის” მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
დღის ბოლოს მოსამართლეებმა რესტორანი საპოლიციო კორდონის საშუალებით დატოვეს.
სიახლეები
- ქუთაისში, პარლამენტის ყოფილი შენობის მიმდებარედ თანამედროვე მრავალფუნქციური პარკი მოეწყობა
- “ასეთ რა ჰონორარებს იღებს მისი ოჯახი; ასეთი ჩარიცხვები ხშირად ემთხვევა რადიკალური ოპოზიციის მიერ დაანონსებულ ე.წ. მშვიდობიან დამხობებს” - კახიანი ელენე ხოშტარიაზე
- “შემიძლია, პაატა ბურჭულაძეს სანაძლეო დავუდო – 4 ოქტომბერს, 20:00 საათზე ხელისუფლება ბურჭულაძეს თუ არ გადაეცა, მაშინ მან „ღვინოვ კახურო“ იმღეროს” - გურამ მაჭარაშვილი
- “2012 წლის შემდეგ, ახალი საცხოვრებელი, დაახლოებით, 39 000-მა დევნილმა ოჯახმა მიიღო, ამ მიმართულებით გამოყოფილი ბიუჯეტი 25 მლნ ლარიდან 240 მლნ ლარამდეა გაზრდილი” - ირაკლი კობახიძე
- ქუთაისში ნარკოტესტზე გადაყვანილმა მოქალაქეებმა ექიმები და პოლიციელები სცემეს