,,ჩვენ სამართალდამცველები უნდა დავიცვათ ისეთი ახალი ტენდენციებისგან, რომლის მიხედვითაც, თურმე, პიროტექნიკა საფრთხის შემცველი არ ყოფილა"- მამუკა მდინარაძე
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ პიროტექნიკის გამოყენების შესახებ საკანონმდებლო ინიციატივაზე ისაუბრა.
„კანონი იმისთვის არის და მოქნილი იმისთვის უნდა იყოს საკანონმდებლო ორგანო, რომ როდესაც სახეში ესვრიან პოლიციელსა და სამართალდამცველს პიროტექნიკას, ცეცხლს და პოლიციელები მძიმე დაზიანებებს იღებენ, მართალია, მერე ამას არავინ გმობს, გარდა იმ ხალხისა, ვინც ოდნავ მაინც ობიექტურად ფიქრობს და სუბიექტურად მოფიქრალი ბევრი ვნახეთ ამ ქვეყანაში, შესაბამისად, გამოწვევა დგება დღის წესრიგში, რომ ამისგან უნდა დავიცვათ სახელმწიფო, პოლიციელიც და ის ხალხი, ვინც სამშობლოს რეალურად ემსახურება. თუმცა, აქ მხოლოდ სამშობლოს მსახურებაზე არ არის საქმე. ჩვენ ჩვენი სამართალდამცველები უნდა დავიცვათ ისეთი ახალი ტენდენციებისგან, რომლის მიხედვითაც, თურმე პიროტექნიკა საფრთხის შემცველი არ ყოფილა. დამწვრობა სხეულის დაზიანება კი არ ყოფილა, ეს მოგვჩვენებია ყველას და ეს თურმე, არაფერი არ არის. რეალურად ეს ადამიანები, შეიძლება წარუშლელი იარებისთვის გაწირეს. ამას დაცვა სჭირდება და ბუნებრივია, ამ გამოწვევის შესაბამისად, პარლამენტიც მიიღებს შესაბამის ნორმას“, – განაცხადა მდინარაძემ.
მან ასევე გამოეხმაურა საპროტესტო აქციაზე ნიღბების გამოყენების აკრძალვას.
„ამაზე გუშინაც მქონდა კადრს მიღმა საუბარი მედიის წარმომადგენლებთან. ამასთან დაკავშირებით გარკვეული დაზღვევა გვექნება, რომ მედიამ სრულფასოვნად შეძლოს მუშაობა და დაბრკოლებები ამ მიმართულებით არ შეექმნას“, – აღნიშნა მდინარაძემ.
სიახლეები
- ბანერები წარწერით „იამაყე შენი ქვეყნით!“, „იამაყე ქართველობით!“ მოქალაქეებმა თბილისში, ბარათაშვილის ხიდზე გადმოფინეს
- "საერთოდ არ მაინტერესებს მათი განცხადებები, არც მათი პლატფორმები ვისთან შეიკრიბებიან, როგორ და რანაირად" - კახა კალაძე ოპოზიციაზე
- ილონ მასკი ტრამპის ადმინისტრაციას ტოვებს
- ირაკლი კობახიძემ საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებს ევროპის გუნდურ ჩემპიონატში გამარჯვება მიულოცა
- "ეკონომიკა საერთაშორისო სავალუტო ფონდსა და საქართველოს შორის თანამშრომლობა არცერთი წუთით არ შეწყვეტილა, ველით სავალუტო ფონდის მისიას საქართველოში მაისის ბოლოს" – ნათია თურნავა