"რუსეთმა საქართველოსთან ავიამიმოსვლა აღადგინა, ეს ჩვენზე არანაირად არ მოქმედებს" - ასლან ბჟანია
რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტი, ასლან ბჟანია რუსეთ-საქართველოს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლის აღდგენას ეხმაურება და აცხადებს, რომ ამ ფაქტს აფხაზეთზე არანაირი გავლენა არ აქვს და ე.წ. „რესპუბლიკისთვის“ მნიშვნელოვანია რუსეთთან საჰაერო კომუნიკაცია ჰქონდეს.
„რაც შეეხება საჰაერო რუსეთთან საჰაერო მიმოსვლას, ამ კუთხით ჩვენც ვმუშაობთ, აფხაზეთსა და რუსეთის ფედერაციას შორის საჰაერო კომუნიკაციის შესახებ მთავრობათაშორისი შეთანხმების დოკუმენტი უნდა გაფორმდეს. სანამ ჩვენ ამით ვიყავით დაკავებული, საქართველოსთან საჰაერო მიმოსვლა აღადგინეს. ეს ჩვენზე არანაირად არ მოქმედებს, ეს მხარეების საქმეა. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ საჰაერო კომუნიკაცია იყოს ჩვენსა და რუსეთს შორის. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ვფიქრობ, ამ საკითხს მოვაგვარებთ. არის სირთულეები, არის დაბრკოლებები, მაგრამ, მიუხედავად ამისა, მუშაობა გრძელდება“, - აღნიშნა ბჟანიამ.
სიახლეები
- "აშშ გულწრფელად ისწრაფვის კონფლიქტის მოგვარებისკენ, თუმცა ეს პირველ რიგში რუსეთისა და უკრაინის საქმეა" - ვლადიმერ პუტინი
- "არავინ თანხის დასაზოგად არ არის განწყობილი, ამორალურია, როდესაც დიუშენის მედიკამენტებთან დაკავშირებით პოლიტიკური ქულების დაწერას ცდილობენ"
- ნავთობის ბაზრის ანალიზი ადასტურებს, რომ ირან-ამერიკის დაპირისპირება მისულია ფინალურ ფაზამდე
- გლდანში ავარიას ქვეითი ემსხვერპლა
- 10 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი
