რუსეთის მმართველ პარტიაში აცხადებენ, რომ ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებში მხარს ანატოლი ბიბილოვს უჭერენ
რუსეთის მმართველი პარტია ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებში მხარს ანატოლი ბიბილოვს უჭერს. ამის შესახებ რუსეთის სამთავრობო პარტიის გენერალური საბჭოს მდივანმა ანდრეი ტურჩაკმა განაცხადა.
მისივე თქმით, რუსეთის მმართველი პარტია „ერთიანი რუსეთი“ მზად არის მუშაობის ახალი ეტაპისთვის.
რუსული მედიის ინფორმაციით, ტურჩაკი ცხინვალში პარტია „ერთიანი ოსეთის“ მე-8 ყრილობას დაესწრო, რომელზეც ე.წ. საპრეზიდენტო კანდიდატად ანატოლი ბიბილოვი დაამტკიცეს.
ტურჩაკის თქმით, ბიბილოვს გააჩნია აუცილებელი ცოდნა და გამოცდილება „სახელმწიფო აღმშენებლობის“ და რუსეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთს შორის ურთიერთობის აქტიური განვითარების კუთხით.
ტურჩაკმა ბიბილოვზე საუბრისას აღნიშნა, რომ მან შეძლო პასუხისმგებლიან მეთაურად წარმოეჩინა თავი, რომელმაც იცის, როგორ მოაგვაროს ხალხის პრობლემები.
რუსეთის მმართველი პარტიის მაღალჩინოსმა აღნიშნა, რომ მომავალ არჩევნებზე მნიშვნელოვანია გაიმარჯვოს არა უბრალოდ ვიღაცის პირადმა ამბიციებმა, არამედ რეგიონის მომავალზე ჭეშმარიტმა ზრუნვამ.
სიახლეები
- "უწმინდესმა გვასწავლა, რომ ჭეშმარიტი ძალა სიმდაბლეშია, რომ ნამდვილი გამარჯვება რეალური სიმტკიცეა" - როგორ იხსენებენ პატრიარქს
- საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე სიონის ტაძარში დაკრძალეს
- "უფალმა ილია მეორე მოავლინა მარტო კაცად და უბრუნდება მთელი ერით - ასე ხილულად, ასე ერთად, ასე გამთლიანებულად, როგორც ეს ამ დიდებულ დღეებში გაცხადდა"
- "გამხნევდით ძმანო და შვილნო, თქვენი პატრიარქი და მამა არ მომკვდარა, არამედ სძინავს, სწორედ პატრიარქ ილიაზეა ნათქვამი: „მკვდარი ცოცხალია“, რამეთუ მართალი მკვდარნი ცოცხლობენ"
- "ილია მეორის მოღვაწეობა გამოირჩეოდა სიბრძნითა და მაღალი მორალური ავტორიტეტით, რამაც მას უდიდესი პატივისცემა მოუტანა როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ"
