ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტს კორონავირუსი დაუდასტურდა
ოკუპირებული აფხაზეთის არაღიარებულ პრეზიდენტს ასლან ბჟანიას კორონავირუსით ინფიცირება დაუდასტურა.
ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივ მედიასთან ის თავად ადასტურებს.
"მესამე ტესტირების შედეგები მოვიდა და ისინი დადებითი აღმოჩნდა", - განაცხადა ბჟანიამ.
მისი თქმით, თავდაპირველად გაკეთებული ორი ტესტიდან ერთის შედეგი დადებითი, ხოლო მეორესი - უარყოფითი იყო.
ბჟანია თავს კარგად გრძნობს და მკურნალობას საკუთარ რეზიდენციაში, სოხუმში გადის.
სიახლეები
- საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს
- იმერეთში რძის გადამამუშავებელი არალეგალური საწარმოები გამოვლინდა
- ,,გლოვის დღეები ჰქონდა საქართველოს, ამიტომ არაფერი დავწერე, არადა ბევრი რამ მოხდა…” – ეკა კუპატაძე
- ნიუ-იორკის აეროპორტში სამგზავრო თვითმფრინავი შეეჯახა აეროპორტის სატრანსპორტო საშუალებას
- ისრაელმა თეირანში იერიშის ახალი ტალღა დაიწყო
