ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო უწყება სალომე ზურაბიშვილის განცხადებას ეხმაურება
ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის პარლამენტში 11 დეკემბერის გამოსვლას ეხმაურება, რომელმაც ე.წ. სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთს ოკუპირებული ტერიტორიები უწოდა.
„11 დეკემბერს, საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი გამოვიდა ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები აფხაზურ და ოსურ მოსახლეობასთან დასაახლოებლად ახალი გზების ძიების მოწოდებით. ის დარწმუნებულია, რომ საქართველომ უნდა ეძებოს დაახლოების გზები“, - ნათქვამია ე.წ. სამინისტროს განცხადებაში.
მათივე განცხადებით, საქართველოში მართლაც რომ გაჩნდეს დაინტერესება იმისა, რომ მოხდეს აფხაზეთთან არსებული პოლიტიკის შეცვლა, ახალი მიდგომები, უპირველეს ყოვლისა, უნდა გაჩენილიყო ჟენევის დისკუსიის მოედანზე.
„თუმცა, როგორც ჟენევის მოლაპარაკებების 51-ე რაუნდმა აჩვენა, საქართველო თავისი პოლტიკის შეცვლისთვის ჯერ მზად არ არის. წინააღმდეგ შემთხვევაში, ქართული მხარე გამოავლენდა გაცილებით კონსტრუქციულ პოზიციას და არ გაჯიუტდებოდა ხელი მოეწერა შეთანხმებაზე აფხაზეთთან ძალის გამოუყენებლობის შესახებ“ - განაცხადეს დე ფაქტო უწყებაში.
სიახლეები
- 4 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი
- "დიდი შეცდომა დავუშვით „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ, დესოვეტიზაციის ბევრად რადიკალური ზომები რომ არ გავატარეთ"
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 4 თებერვლისთვის
- პარლამენტმა „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში ცვლილებებს მხარი დაუჭირა
- "ნიდერლანდების საელჩომ უნდა გააცნობიეროს, რომ დეზინფორმატორების დაფინანსებით საერთაშორისო სამართალს არღვევს"
