პოლონურ ცნობილ ყოველდღიურ გაზეთში - „გაზეტა ვიბორჩა“-ში («Gazeta Wyborcza») გამოქვეყნდა სტატია სათაურით „კარტოგრაფიული მოღალატეები კავკასიაში“, რომელიც საქართველოსა და აზერბაიჯანის საზღვრის დადგენის პრობლემებს, კერძოდ კი დავით გარეჯას სამონასტრო კომპლექსის კუთვნილებისა და მასთან დაკავშირებულ დრამატულ მოვლენებს ეხება (ავტორი - დავიდ ვარშავსკი).
უკრაინის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტომ „უკრინფორმ“-მა («Укрiнформ») გამოაქვეყნა სტატია სათაურით „პოლიტიკური კრიზისი საქართველოში: ოცნებიდან ისტერიამდე ერთი ნაბიჯია“, რომელშიც გაანალიზებულია საქართველოში ბოლო დროს შექმნილი სიტუაცია და გადმოცემულია უკრაინული ხედვა მიმდინარე პოლიტიკური პროცესების მიმართ (ავტორი - ვიქტორ ჩოპა).
ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა ფაქტობრივად საკუთარ ხელში აიღო ამ პოლიტიკური კრიზისის განმუხტვა - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა სალომე სამადაშვილმა ჟურნალისტებს იმ შეხვედრის დაწყებამდე განუცხადა, რომელიც პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ოპოზიციისა და ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის ორგანიზებით იმართება.
საქართველოს პრეზიდენტმა ორბელიანების სასახლეში ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან პირისპირ შეხვედრა გამართა, რის შემდეგაც სალომე ზურაბიშვილმა და შარლ მიშელმა ერთობლივი განცხადებები გააკეთეს.
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი „ნამახვანჰესის“ მშენებლობის წინააღმდეგ მიმდინარე აქციის მონაწილეებს სოლიდარობას უცხადებს.
ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი საქართველოს ეწვია. მიშელის თვითმფრინავი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ცოტა ხნის წინ დაჯდა. ევროპული საბჭოს პრეზიდენტს აეროპორტში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი და საქართველოში ევროკავშირის ელჩი, კარლ ჰარცელი დახვდნენ.
