კანონში წერია, რომ ადამიანს აქვს თვითმკვლელობის უფლება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მიხეილ სააკაშვილის შიმშილობასთან დაკავშირებით განაცხადა.
საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი კონსილიუმთან თანამშრომლობას წყვეტს და შიმშილობის შემამსუბუქებელ მკურნალობაზე უარს აცხადებს.
სააკაშვილის დაკავება, არღვევს არა მხოლოდ თქვენს ნაკისრ ვალდებულებას, არამედ საერთაშორისო კანონსაც - დაუყოვნებლივ უნდა გადაიყვანოთ სააკაშვილი სამოქალაქო საავადმყოფოში, ან უფრო შესაბამისი იქნებოდა, რომ გაათავისუფლოთ ის უკანონო და პოლიტიკურად მოტივირებული პატიმრობიდან, - ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილის ამერიკელი ადვოკატის ჯონ სენდვიჯის მიერ საქართველოს იუსტიციისა და ჯანდაცვის მინისტრებისთვის მიწერილ მიმართვაშია აღნიშნული.
საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი პროტესტის უკიდურეს ფორმაზე უარს ამბობს, - ამის შესახებ ადვოკატმა ბექა ბასილაიამ პენიტენციური დაწესებულების დატოვების შემდეგ განაცხადა.
საქართველოში ევროკავშირის ელჩის, კარლ ჰარცელის თქმით, მეორე რაუნდის საარჩევნო კამპანიის დროს, ქვეყანაში კვლავ პოლარიზაციის მაღალი დონეა, რაც საარჩევნო გარემოზე ნეგატიურად აისახება.
პრაქტიკულად, ახლა ვიმყოფები არა ქართულ, არამედ - რუსულ ციხეში, პერსონალსაც კი აიძულებენ რუსებივით იქცეოდნენ, - ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მორიგ მიმართვაშია აღნიშნული.
