საქართველოში ევროკავშირის ელჩის კარლ ჰარცელის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის გლდანის ციხის სამკურნალო დაწესებულებაში გადაყვანის ამსახველი ვიდეომასალის გამოქვეყნების აუცილებლობა კითხვის ნიშნის ქვეშ დგას და სამწუხაროა.
მედიკამენტების ფასები არის ძალიან გაზრდილი და ჩვენ ვალდებული ვართ, ამაზე მოვახდინოთ დროული რეაგირება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ეკონომიკური საბჭოს სხდომაზე განაცხადა, რომელიც მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა.
"სააკაშვილის მიმართ ამგვარი ამაზრზენი დამოკიდებულება ახარებს ქვეყნის შიგნით ყველაზე შავბნელ ძალებს და ქვეყნის გარეთ ჩვენს მტერს!", - ამის შესახებ "ევროპული საქართველოს" ლიდერმა გიგა ბოკერიამ განაცხადა.
"ლეიბორისტული პარტიის" ლიდერი შალვა ნათელაშვილი სოციალურ ქსელში ეხმაურება საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გლდანის ციხის საავადმყოფოში იძულებითი შესახლების კადრებს.
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მზადაა შიმშილობა შეწყვიტოს, თუმცა გარკვეულ პირობას აყენებს.
“როცა შენს „მტერს“ ასე ემსგავსები, უკვე დამარცხებული ხარ“, - ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარე, გიორგი გახარია სოციალურ ქსელში წერს, რითაც პენიტენციური სამსახურის მიერ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებულ კადრების გავრცელებას ეხმაურება.
