საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობის ადმინისტრაციაში მთავრობის სხდომა გაიმართა. მინისტრთა კაბინეტმა დღის წესრიგით გათვალისწინებული 9 საკითხი განიხილა.
„ნაციონალური მოძრაობა“ საპარლამენტო ბოიკოტს წყვეტს.
ჩვენ მხარს ვუჭერთ უკრაინელ ხალხს, მხარს ვუჭერთ მშვიდობას რეგიონში და მოვუწოდებთ ჩვენს პარტნიორებს, რომ ომის არდაშვებისთვის ყველაფერი გააკეთოს ყველამ, მათ შორის ამაში თავისი წვლილი შეიტანოს ქართულმა სახელმწიფომაც, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
უინტერესო გახდა „ნაცმოძრაობის“ პოზიცია პარლამენტში შესვლასა და არ შესვლასთან დაკავშირებით - კობახიძე
"ქართული ოცნების" თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის შეფასებით, "ნაციონალური მოძრაობის“ პარლამენტში შესვლა-არ შესვლის საკითხი „უინტერესო გახდა“.
პრეზიდენტისგან ანალიტიკური განცხადებების მოსმენა კი არ გვჭირდება - საქართველოს სჭირდება ნაბიჯების ძალიან სწრაფად გადადგმა და პრეზიდენტს თუ შეუძლია და ამბიცია აქვს, ამ ნაბიჯებზე უნდა მიუთითოს, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე გიგი წერეთელმა განაცხადა, რითაც ჟურნალისტებთან შეხვედრისას პრეზიდენტის მიერ გაკეთებული განცხადებები შეაფასა.
საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის შეწყალება იქნება პოლარიზაციის საფუძველი და არა დეპოლარიზაციის. კითხვაზე, გადახედავს თუ არა შეწყალებასთან დაკავშირებით საკუთარ განცხადებას „არა და არასდროს“, ზურაბიშვილი პასუხობს, რომ სიტყვას ასრულებს.
