დღეს ისტორიული დღეა საქართველოსთვის - ქვეყნის სახელით ხელს ვაწერ ევროკავშირის წევრობაზე განაცხადს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში ევროკავშირის წევრობაზე განაცხადის ხელმოწერის შემდეგ განაცხადა.
საქართველო დაჩქარებული წესით ამზადებს განაცხადს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად, რომელიც ევროკავშირის სტრუქტურებს ხვალ ოფიციალურად წარედგინება. ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
ბელარუსის ჯარები უკრაინის ჩერნიგოვის რეგიონში შევიდნენ. ინფორმაციას უკრაინული მედია ტერიტორიული თავდაცვის ძალების "Север" რეგიონალური დეპარტამენტის წარმომადგენელ ვიტალი კირილოვზე დაყრდნობით ავრცელებს.
უკრაინამ საქართველოდან ელჩი გაიწვია. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ რამდენიმე წუთის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მე ძალიან კარგად მახსოვს როგორი ორგანიზებულები ვიყავით ომის დროს, არავინ გაქცეულა, ვინც წასული იყო, ყველა უკან დაბრუნდა სხვადასხვა გზით და მე ხომ არ გავქცეულვარ და არ გავქცეულვარ. მიწაზე დაფორთხავდაო - მიწაზე კი არ დავფორთხავდი, წინა ხაზზე ვიყავი, რადგან იქ წყდებოდა საქართველოს ბედი, - ამის შესახებ ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
სირცხვილის გრძნობა მაქვს ძალიან დიდი, ძალიან მრცხვენია იმ ქვეყნის მოქალაქე რომ ვარ, რომელსაც ასეთი კაცი აქ [ციხეში] უზის, -ასე უპასუხა თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა ბაჩო ახალაიამ რუსთავის #12 სასჯელაღსრულების დატოვების შემდეგ ჟურნალისტების კითხვას, რომელიც საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის პატიმრობას შეეხებოდა.
