March 31, 2026

ოქტომბერი 24 2022 წაკითხვა 556 ჯერ

აზერბაიჯანი აპირებს, საერთაშორისო ბაზრებზე ექსპორტზე გაიტანოს ელექტროენერგია და ჩვენი მარშრუტი აუცილებლად გაივლის საქართველოს, – ამის შესახებ საქართველოში მყოფმა აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა განაცხადა.

ოქტომბერი 22 2022 წაკითხვა 469 ჯერ

საქართველოს ხელისუფლებამ უნდა გააუქმოს სადავო ცვლილებები ქვეყნის მაუწყებლობის შესახებ კანონში და იმუშაოს დაინტერესებულ მხარეებთან, რათა შეიმუშაოს მარეგულირებელი ჩარჩო, რომელიც სარგებლობს ინდუსტრიის ფართო მხარდაჭერით, - ამის შესახებ ამერიკული არასამთავრობო ორგანიზაცია „ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტის” სტატიაშია აღნიშნული, რომლის სათაურია : „საქართველოს მაუწყებლობის კანონში შემოთავაზებული ცვლილებები ცენზურის შიშს აჩენს“.

ოქტომბერი 21 2022 წაკითხვა 498 ჯერ

სიმართლე გითხრათ, სულ არ მადარდებს არც ივანიშვილების ოჯახის ქონება და არც სხვა რამე, მაგრამ ფაქტია, უკრაინის ხელისუფლების ეს გადაწყვეტილება არ იყო სწორი, – ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის მიერ საქართველოს რამდენიმე მოქალაქისთვის სანქციების დაწესების საკითხზე განაცხადა.

ოქტომბერი 21 2022 წაკითხვა 541 ჯერ

ჩვენ მოვახდენთ საქართველოში ძალის პროეცირებას, მოგვიწევს ქართველების გადარჩენა, მოლდოვის, სომხეთისა და ყველას გადარჩენა, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მრჩეველმა, ალექსეი არესტოვიჩმა განაცხადა.

ოქტომბერი 21 2022 წაკითხვა 491 ჯერ

უკრაინამ კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგა, რომ ურთიერთობები დაიძაბოს საქართველოსა და უკრაინას შორის, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ უკრაინის მიერ საქართველოს ოთხი მოქალაქისთვის დაწესებული სანქციების საკითხზე კომენტირებისას აღნიშნა.

ოქტომბერი 21 2022 წაკითხვა 466 ჯერ

ძალიან სამწუხაროა, რბილად რომ ვთქვა, ის ქვეყანა, რომელიც ამბობს რომ მეგობარ სახელმწიფოდ რჩება, ასეთ მტრულ გადაწყვეტილებებს იღებს და ალბათ ეს უნდა აღვიქვათ,  როგორც მორიგი მცდელობა, საქართველო ჩააბან საომარ მოქმედებებში, – ამის შესახებ საქართველოს კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა განაცხადა.

გვერდი 412 სულ 735
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.