სექტემბერი 26 2024 წაკითხვა 393 ჯერ

3 დღის წინ გამოაგზავნეს მოსაწვევი და შემდეგ გაუქმდა, რაც არასერიოზულია, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ნიუ-იორკში, ქართველ ჟურნალისტებს ბაიდენის მიღებაზე მიწვევის გაუქმებასთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განუცხადა.

სექტემბერი 26 2024 წაკითხვა 386 ჯერ

„ქართული ოცნების“ საარჩევნო სიაში დასახელების გამო, თეა წულუკიანი ხვალიდან კულტურისა და სპორტის მინისტრის თანამდებობას ტოვებს.

სექტემბერი 25 2024 წაკითხვა 494 ჯერ

მე ჩემს თავს კანონშემოქმედებითად არ მივიჩნევ - მე ვიქნები ამ ბრძოლაში თქვენთან ერთად, მაგრამ არა როგორც დეპუტატი, - ამის შესახებ საქართველოს მე-4 პრეზიდენტმა, კოალიცია "ძლიერი საქართველოს" წევრმა, გიორგი მარგველაშვილმა გორში, მოსახლეობასთან შეხვედრისას განაცხადა.

სექტემბერი 25 2024 წაკითხვა 367 ჯერ

 თბილისის მერი კახა კალაძე ჟურნალისტებთან საუბრისას აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის მიღებაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრის მოწვევის გაუქმებას ეხმაურება.

სექტემბერი 25 2024 წაკითხვა 365 ჯერ

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის ადმინისტრაციამ საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს გაუუქმა მიწვევა მიღებაზე, რომელსაც პრეზიდენტი ტრადიციულად მართავს ნიუ-იორკში, გაეროს გენერალური ასამბლეის სესიაში მონაწილე მსოფლიო ლიდერებისთვის. მიღება დღეს, 25 სექტემბერს, გაიმართება.

სექტემბერი 25 2024 წაკითხვა 543 ჯერ

პარტია „კოალიცია ცვლილებისთვის გვარამია, მელია, გირჩი, დროას“ ლიდერი ნიკა გვარამია აცხადებს, რომ საპარლამენტო არჩევნებზე პარტიულ სიაში არ იქნება. 25 სექტემბერს გამართულ ბრიფინგზე მან თქვა, რომ კოალიციის ლიდერად დარჩება და ასევე უხელმძღვანელებს საარჩევნო კამპანიას.

გვერდი 196 სულ 734
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.