ნიღბიანი პირების მონაწილეობა საპროტესტო აქციებში კანონმდებლობით აკრძალული უნდა იყოს - ბოლო დღეებში განვითარებულმა პოლიტიკურმა პროცესებმა ასეთი რეგულაციების მიღების აუცილებლობა აჩვენა, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, გიორგი კახიანმა ჟურნალისტებთან ახალ კანონპროექტთან დაკავშირებით განაცხადა.
თბილისსა და ქვეყნის რამდენიმე ქალაქში საპროტესტო აქციები უკვე 10 დღეზე მეტია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები “ქართული ოცნების“ 28 ნოემბრის გადაწყვეტილებას აპროტესტებენ, რომლის თანახმად, საქართველო 2028 წლის ბოლომდე ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხს დღის წესრიგში არ დააყენებს. მათი მოთხოვნა უცვლელია - დაინიშნოს ხელახალი არჩევნები და გათავისუფლდნენ პროტესტის დროს დაკავებული მოქალაქეები.

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი განცხადებას ავრცელებს. გიორგი კვირიკაშვილის განცხადება “რუსთავი 2”-ის ეთერში გასულ სიუჟეტს შეეხება, რომელიც სოფელ ქვეშეთში აშენებულ მის სახლს უკავშირდება.
ისინი არ არიან პოლიციელები, სპეცრაზმის წარმომადგენლები, ისინი არ არიან ჩვენი აქტივის წევრები, - ასე ეხმაურება საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე „ტვ პირველის“ გადამღებ ჯგუფზე თავდასხმას.
პირადად ბიძინა ივანიშვილს და ვახტანგ გომელაურს ეკისრებათ მთელი პასუხისმგებლობა ამ დანაშაულზე! -ასე ეხმაურება „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, მამუკა ხაზარაძე „ტვ პირველის“ გადამღებ ჯგუფზე თავდასხმას.