"კინაღამ შარვლიდან ამოხტით, დაწყნარდით, დამშვიდდით"-გიორგი გახარია ოპოზიციას
თქვენი ხმამაღალი საუბარი, ემოციები, ჩემთვის არაფერს არ ნიშნავს, სამწუხაროდ, ასეა, რაღაც პერიოდის წინ ნიშნავდა, ვცდილობდი რაღაც შინაარსი მეპოვნა, სამწუხაროდ, ასე მოხდა, - ასე მიმართა პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ საპარლამენტო ოპოზიციას.
მისი თქმით, სამწუხაროა, რომ ქვეყნის ოპოზიცია, რომელიც თავის თავს ძირითად ოპოზიციას უწოდებს, ასეა შინაარსისგან დაცლილი.
“რთულია ეს ყველაფერი, რა, რთულია. თქვენ უბრალოდ ერთ რამეს ვერ ითვალისწინებთ, რომ მე შეურაცხყოფას ვერ მომაყენებთ, მე აქ რომ ვდგავარ, ჩემს პასუხისმგებლობას თითოეული მოქალაქის წინაშე ვიაზრებ და თქვენი ხმამაღალი საუბარი, ემოციები, ჩემთვის არაფერს არ ნიშნავს, სამწუხაროდ, ასეა. რაღაც პერიოდის წინ ნიშნავდა, ვცდილობდი რაღაც შინაარსი მეპოვნა, სამწუხაროდ, ასე მოხდა. უმძიმესია, როდესაც ქვეყნის ოპოზიცია, რომელიც რატომღაც, თავის თავს ძირითად ოპოზიციას ეძახის, იმდენად არის შინაარსისგან დაცლილი, რომ მთელი დღის განმავლობაში, მეორე დღეა, მესამე თუ არა უკვე, თემები აქვს: გავრილოვი, ადამიანების ტრაგედიები. ბატონი რატიანი კერზაიების ტრაგედიით სპეკულირებს უკვე მეორე წელია, აქ საერთოდ მორალი სად არის, უბრალოდ არ მესმის. ეს შესაფასებელია თითოეული მოქალაქის და ეს შეფასება საბედნიეროდ, სულ მალე მოხდება და იმედი მაქვს, რომ ამ პარლამენტის ხარისხი, ოპოზიციის მათ შორის, იქნება ცოტა უფრო უკეთესი… აი, თქვენს თავს იბრაზებთ, რაღაცაზე ბრაზდებით, კინაღამ შარვლიდან ამოხტით, დაწყნარდით, დამშვიდდით, საერთოდ არანაირი პრობლემა არ არის, გიპასუხებთ”, - განაცხადა გახარიამ.
სიახლეები
- "უწმინდესმა გვასწავლა, რომ ჭეშმარიტი ძალა სიმდაბლეშია, რომ ნამდვილი გამარჯვება რეალური სიმტკიცეა" - როგორ იხსენებენ პატრიარქს
- საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე სიონის ტაძარში დაკრძალეს
- "უფალმა ილია მეორე მოავლინა მარტო კაცად და უბრუნდება მთელი ერით - ასე ხილულად, ასე ერთად, ასე გამთლიანებულად, როგორც ეს ამ დიდებულ დღეებში გაცხადდა"
- "გამხნევდით ძმანო და შვილნო, თქვენი პატრიარქი და მამა არ მომკვდარა, არამედ სძინავს, სწორედ პატრიარქ ილიაზეა ნათქვამი: „მკვდარი ცოცხალია“, რამეთუ მართალი მკვდარნი ცოცხლობენ"
- "ილია მეორის მოღვაწეობა გამოირჩეოდა სიბრძნითა და მაღალი მორალური ავტორიტეტით, რამაც მას უდიდესი პატივისცემა მოუტანა როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ"