"ერთიანობის ის ხარისხი, რომელიც ჩვენმა ერმა 1989 წლის 9 აპრილს აჩვენა, დღესაც გვჭირდება"
საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია, Facebook-ის საკუთარ გვერდზე 9 აპრილთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
განცხადებაში ნათქვამია, რომ დღესაც გვჭირდება ერთიანობის ის ხარისხი, რომელიც ჩვენმა ერმა არაერთხელ, მათ შორის, 1989 წლის 9 აპრილს აჩვენა.
"უკვე 32 წელია ეს დღე ერთდროულად დიდი ტკივილით და სიამაყით გვავსებს.
გვტკივა და პატივს მივაგებთ ჩვენს გმირებს, რომლებიც 1989 წლის 9 აპრილს საბჭოთა არმიის დანაშაულმა იმსხვერპლა.
გვეამაყება მათი და მთელი საქართველოს, ყველა თაობის ის სულისკვეთება, ერთიანობა და შემართება, რომელმაც ზუსტად ორ წელიწადში თავისუფლება მოგვიტანა, საქართველომ დამოუკიდებლობა გამოაცხადა და შეუდგა სახელმწიფოს მშენებლობას.
დღესაც გვჭირდება ერთიანობის ის ხარისხი, რომელიც ჩვენმა ერმა არაერთხელ, მათ შორის, 1989 წლის 9 აპრილს აჩვენა, მხოლოდ ასე იქნება შესაძლებელი თანამედროვე, დემოკრატიული სახელმწიფოს მშენებლობა,"-ნათქვამია განცხადებაში.
სიახლეები
- ქუთაისში WISE-WASTE პროექტის სასტარტო პრესკონფერენცია გაიმართა
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 14 მაისიდან
- "ევროპარლამენტმა „იმედს“ საქმიანობა ერთი წლით აუკრძალა, მოლდოვამ კი, „იმედს“, „რუსთავი 2“-სა და „პოსტივის“ აკრედიტაციაზე უარი უთხრა"
- სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში შიო III-ის აღსაყდრება შედგა
- "იმ პოლიციელებმა, სპეცრაზმელებმა, რომლებიც მონაწილეობდნენ ადამიანების მიმართ ძალადობაში, კანონის წინაშე პასუხი უნდა აგონ, ეს ძალიან მნიშვნელოვანია"