"არჩევნები არ დასრულებულა" - თამარ ჟვანია
"არჩევნები არ დასრულებულა. ახლა ძალიან ბევრი პროცესი მიმდინარეობს საოლქო საარჩევნო კომისიებში. ჯერ არ არის გამოცხადებული ოფიციალური მონაცემები", - ამის შესახებ ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე თამარ ჟვანიამ განაცხადა.
მისივე თქმით, ის ოქმები, რომელიც სოციალურ ქსელში ტრიალებს, რომ თითქოს გაყალბებულია, არასწორი კამპანიური ხასიათის არის.
,,არჩევნები და შედეგები არის ზუსტად ის, რაც საარჩევნო უბნებზე ხდებოდა და რასაც აკეთებდა 42 ათასი კომისიის წევრი და რასაც უყურებდა და აკვირდებოდა 80 ათასზე მეტი პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელი. დამკვირვებლები და საერთაშორისო დამკვირვებლები.
რაც შეეხება შეცდომებს, არ არის ეს რა თქმა უნდა, ახალი და ეს პირველად არ ხდება არჩევნებზე, თუმცა ის, რაც დღეს ხდება და რაც კამპანიური ხასიათის არის, მათ შორის, სოციალური ქსელით და მედიით დატრიალებული ოქმები, რომლებიც თითქოს გაყალბებული იყო - არასწორი კამპანიური ხასიათი აქვს და ვთვლი, რომ მიზანმიმართული. სოციალურ ქსელში ტრიალებს ოქმები და მასთან ერთად არ არის შესწორებული ოქმები, რომელიც ამის სამართლებრივი ნაწილია", - განცხადა თამარ ჟვანიამ.
სიახლეები
- ,,ეს არის იმ პოლიტიკის დამსახურება, რასაც საქართველოს ხელისუფლება წლებია აწარმოებს"- შალვა პაპუაშვილი
- ,,სალომე ზურაბიშვილმა გლოვის დღეს ცილი დასწამა ეკლესიას და შემდეგ კითხვები უჩნდება, სად იყო და სად არა"- შალვა პაპუაშვილი
- საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს
- იმერეთში რძის გადამამუშავებელი არალეგალური საწარმოები გამოვლინდა
- ,,გლოვის დღეები ჰქონდა საქართველოს, ამიტომ არაფერი დავწერე, არადა ბევრი რამ მოხდა…” – ეკა კუპატაძე
