"ლელო" ახალი მოწვევის პარლამენტში შესვლასა და მანდატებზე უარს ამბობს
პოლიტიკური გაერთიანება „ლელო საქართველოსთვის“ მე-10 მოწვევის პარალამენტში შესვლაზე უარს ამბობს.
ამის შესახებ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა ბადრი ჯაფარიძემ განაცხადა.
„ჩვენ გუშინვე განვაცხადეთ, რომ ჩატარებულ არჩევნებს არ ვცნობთ ლეგიტიმურად, ის არის გაყალბებული, არ ასახავს ქართველი ხალხის ნებას, შესაბამისად, დღეს იმსჯელა „ლელოს“ პოლიტსაბჭომ და მიიღო გადაწყვეტილება, რომ „ლელო“ არ აპირებს შევიდეს ამ პარლამენტში, ჩვენ არ ვაპირებთ ლეგიტიმურად არჩეული პარლამენტის ლეგიტიმაციას. ჩვენ გავაგრძელებთ ბრძოლას იმისთვის, რომ საქართველოში ნამდვილად ჩატარდეს არჩევნები, რომლის შედეგებიც მართლაც ასახავს ქართველი ხალხის ნებას. ეს არის ჩვენი გადაწყვეტილება და ძალიან გვიხარია, რომ ოპოზიციური სპექტრი მთლიანად იზიარებს ამ გადაწყვეტილებას.
ჩვენ ოპოზიციურ პარტიებთან ერთად, გავაგრძელებთ ბრძოლას, საპროტესტო აქციებს იმისთვის, რომ ერთხელ და სამუდამოდ, დამთავრდეს გაყალბებული არჩევნების ჩატარება და მივიღოთ ობიექტური, თავისუფალ გარემოში ჩატარებული არჩევნები. ეს არის ჩვენი მიზანი, რომ დაინიშნოს ახალი არჩევნები, რომლის შედეგებიც არ გამოიწვევს კითხვის ნიშნებს“, - განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.
ცნობისთვის, ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემებით, არჩევნებში „ლელომ“ ხმების 3.15%-ი მიიღო და მე-10 მოწვევის პარლამენტში 4 მანდატის შეყვანას შეძლებს.
სიახლეები
- "აშშ გულწრფელად ისწრაფვის კონფლიქტის მოგვარებისკენ, თუმცა ეს პირველ რიგში რუსეთისა და უკრაინის საქმეა" - ვლადიმერ პუტინი
- "არავინ თანხის დასაზოგად არ არის განწყობილი, ამორალურია, როდესაც დიუშენის მედიკამენტებთან დაკავშირებით პოლიტიკური ქულების დაწერას ცდილობენ"
- ნავთობის ბაზრის ანალიზი ადასტურებს, რომ ირან-ამერიკის დაპირისპირება მისულია ფინალურ ფაზამდე
- გლდანში ავარიას ქვეითი ემსხვერპლა
- 10 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი
