"დილიდან ვაცხადებთ მასობრივ მობილიზაციას"-მიხეილ სააკაშვილი
დილამდე გაძელით, დილიდან ვაცხადებთ მასობრივ მობილიზაციას, - ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ტელეკომპანია „მთავარის“ ეთერში განაცხადა.
სააკაშვილი ოპოზიციურ პარტიებს მიმართავს და აცხადებს, რომ კონკურენციის დრო არ არის.
„მე მინდა მოვუწოდო ყველა ჩვენს აქტივისტს, საარჩევნო უბნებზე ყველა ჩვენს წარმომადგენელს, ბოლომდე იდექით მაგრად. დილამდე გაძელით, დილიდან ვაცხადებთ მასობრივ მობილიზაციას. არ მივცემთ ივანიშვილს საშუალებას მოიპაროს ქართველი ხალხის არჩევანი იმიტომ, რომ ის იპარავს საქართველოს და თითოეული თქვენგანის ბედს. ამ წუთებში მიდის არჩევნების მოპარვა. მინდა მოვუწოდო ყველა სხვა ოპოზიციურ ძალას. მესმის, რომ ყველა არ არის საკუთარი შედეგებით კმაყოფილი. ახლა არ არის კონკურენციის დრო. თითოეული თქვენგანის ხმა არის დასაცავი. ახლა აღარ არის დრო გვერდზე დგომის და სეირის გვერდიდან ყურების“,- განაცხადა სააკაშვილმა.
როგორც ის აღნიშნავს, როგორც კი საზოგადოებამ ყურადღება მოადუნა, ივანიშვილმა გაყალბება დაიწყო.
„ქურდს რა უნდა და ბნელი ღამეო. როგორც კი დაღამდა, როგორც კი ხალხის ნაწილი მოეშვა, საზოგადოება ტელეეკრანებს ჩამოეხსნა, ივანიშვილმა დაიწყო მასობრივი გაყალბება საარჩევნო შედეგების. ივანიშვილს წაგებული აქვს. რასაც ახლა შვება, ეს არის ყველაზე უხეში, ლუკაშენკოს და მსგავსი რეჟიმების ქვეყნებზე კიდევ უფრო პრიმიტიული გაყალბება“,- განაცხადა სააკაშვილმა.
სიახლეები
- "აღმოჩნდა, რომ მიხეილ სააკაშვილი ჩვენი კომისიის სხდომებს ცალი თვალით მაინც უყურებს"- თეა წულუკიანი
- როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში
- "რამდენიც არ უნდა ეპოტინოთ ჩემს ადგილს ისტორიაში, ვერ წამართმევთ!" - მიხეილ სააკაშვილი
- "ჩემი მიზანია ოლიმპიური, ევროპისა და მსოფლიო ჩემპიონობა" - მარიამ ჭანტურია
- დამწვარი და განადგურებული 15 ათასი კვ. მეტრის ფართობი - რამ გამოიწვია მასშტაბური ხანძარი “ვაგზლის” ბაზრობაზე