"აქტიურ კონსულტაციას ვიწყებთ ოპოზიციურ სპექტრთან"- ზაალ უდუმაშვილი
პარტია "ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, ზაალ უდუმაშვილის განცხადებით, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები მთელი ქვეყნის მასშტაბით ზეწოლის ფონზე მიმდინარეობდა.
ზაალ უდუმაშვილის განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობა-გაერთიანებული ოპოზიცია“ ოპოზიციურ სპექტრთან აქტიურ კომუნიკაციას იწყებს მთავრობის ფორმირებაზე.
„ახლა ძალიან მნიშვნელოვანია სწორედ ხმების დათვლის პროცესი და იმ საჩივრებზე რეაგირება, რომელიც დაწერილი იყო.
ცესკოს მოვუწოდებთ დროულად მოახდინოს რეაგირება ყველა საჩივარზე. პარალელურად ჩვენ ვიწყებთ აქტიურ კონსულტაციას ოპოზიციურ სპექტრთან, მათ შორის, მთავრობის ფორმირებაზე, იმ ხელისუფლების ფორმირებაზე, რომელმაც საბოლოოდ, უნდა ჩამოაცილოს ხელისუფლებას ბიძინა ივანიშვილი. ქვეყანა განვითარების გზაზე უნდა გადავიყვანოთ", - განაცხადა უდუმაშვილმა.
სიახლეები
- "ვეთანხმებით პრეზიდენტ ტრამპს, რომ რუსეთის „დიდი რვიანის“ ფორმატიდან გარიცხვა შეცდომა იყო“ - დიმიტრი პესკოვი
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 18 ივნისისთვის
- "მნიშვნელოვანია, ყველა სახელმწიფო ჩაუფიქრდეს, რა გააკეთოს საკუთარი უსაფრთხოებისთვის, ჩვენ შევძელით მშვიდობის შენარჩუნება" - შალვა პაპუაშვილი
- სანტექ.სერვისის ახალი ფილიალი ზუგდიდში
- 15 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი