"ჩვენ გვაქვს იმაზე უკეთესი შედეგი, ვიდრე ipsos-მა აჩვენა - ეს დიდი გამარჯვების დღეა" - სააკაშვილი
საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიციას“ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე იმაზე უკეთესი შედეგი აქვს, ვიდრე ეს ipsos-ის კვლევამ აჩვენა.
მიხეილ სააკაშვილმა სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეომიმართვაში „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდაჭერებს მიმართა და მოუწოდა მოწოდების სიმაღლეზე დადგნენ, არ დაუშვან კომპრომისები.
„მინდა მივმართო „ნაციონალური მოძრაობის“, ერთიანი ოპოზიციის და ასევე ყველა ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებს საარჩევნო კომისიებში. ჩვენ გვაქვს იმაზე უკეთესი შედეგი, ვიდრეს „იფსოსმა“ აჩვენა. ახლა მთავარია თითოეული თქვენგანი ბოლომდე იყოს მოწოდების სიმაღლეზე, არანაირი კომპრომისი არ დაუშვათ, ეს არის დღევანდელი ჩვენი დიდი გამარჯვების დღე. ივანიშვილის, ამ გაუგებრობის ხელისუფლებიდან ჩამოშორების დღე. ყველაფერი ბოლომდე თქვენი გასაკეთებელია. თქვენი დიდი იმედი მაქვს. თითოეული თქვენგანის ვალში იქნება მთლიანად საქართველო თუ ახლა კარგად იმუშავებთ“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
სიახლეები
- ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე საქართველოს 142-ე პატრიარქი აირჩიეს
- ,,დღეს ისტორიული მოვლენის წინაშე ვდგავართ, ყოვლადწმინდა სამების ამ დიდებულ ტაძარში შეკრებილნი სრულად ვართ მინდობილნი ღვთის განგებულებას"- მეუფე შიო
- ,,ღვთის განგებას ვერ გადავწყვეტ, როგორც უფალი განაგებს ისე იქნება"- მეუფე იოანე
- ,,მშვიდობა იზეიმებს და საქართველო გაიმარჯვებს" - მეუფე გრიგოლი
- სამეგრელოში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღეს
