"24 საარჩევნო უბნის წინასწარი მონაცემით, პირველივე ტურში დამაჯერებლად იგებენ ჩვენი კანდიდატები" - კობახიძე
“ქართული ოცნების” აღმასრულებელი მდივნის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, ამ ეტაპისთვის რეგიონებში 24 საარჩევნო უბნის წინასწარი მონაცემია დათვლილი.
როგორც კობახიძემ ბრიფინგზე განაცხადა, ყველა დათვლილი უბნის შემთხვევაში “ქართული ოცნების” კანდიდატები იგებენ.
“24 უბნის მონაცემია დათვლილი. ეს არის ოქმის მონაცემები. 17 უბანია დათვლილი ბოლნისი დმანისი-წალკა-თეთრიწყაროს საარჩევნო ოლქში, მაჟოროტარების მონაცემები არის შემდეგი: გოგი მეშველიანი 52.02%; ორი უბანია დათვლილი ახალქალაქი-ნინოწმინდაში, სადაც სამუელ მანუკიანის მაჩვენებელი არის 69.92%; რაჭა-ლეჩხუმ-სვანეთში დათვლილია ერთი უბანი - გოჩა ენუქიძე 86.21%; ზესტაფონი,ბაღდათი,თერჯოლა, ტყიბულში 1 უბანია დათვლილი - ბეჟან წაქაძე 68.84%, გურიაში სამი უბანია დათვლილი - ვასილ ჩიგოგიძეს აქვს 62.61%. როგორც ხედავთ, ოთხივე შემთხვევაში პირველივე ტურში დამაჯერებლად იგებენ ჩვენი კანდიდატები. საბოლოოდ, უნდა იყოს დათვლილი. ტენდენცია არის გამოკვეთილი, რომ რეგიონში დამაჯერებლად პირველივე ტურში იგებენ ჩვენი კანდიდატები. თბილისში არცერთი უბანი არ არის დათვლილი”,- განაცხადა კობახიძემ.
სიახლეები
- პაკისტანში წყალდიდობების შედეგად 300-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა
- ზელენსკი ტრამპს ორშაბათს ვაშინგტონში შეხვდება
- “მოლაპარაკებები პატივისცემით სავსე და კონსტრუქციულ ატმოსფეროში გაიმართა” - პუტინი
- ვლადიმერ პუტინის განცხადებით, უკრაინასთან კონფლიქტი არ მოხდებოდა იმ დროს აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი რომ ყოფილიყო
- ბათუმი-ქობულეთის შემოვლით გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანი ემსხვერპლა - დაშავდა კიდევ 6 ადამიანი