"პოლიტიკოსებს, რომლებიც ახლა ღიმილის მომგვრელი განცხადებებით გამოდიან, ვურჩევ, დაუჯერონ არჩევნების შედეგებს" - თალაკვაძე
„დღეს, ჩვენმა მოქალაქეებმა თავისი ხმა და არჩევნებში მონაწილეობა გამოიყენეს იმისთვის, რომ ერთად შევქმნათ უკეთესი მომავალი და „ქართული ოცნება“ მომავალზე იღებს პასუხისმგებლობას“, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.
თალაკვაძის თქმით, „ქართული ოცნება“ არის გარანტია იმისა, რომ ქვეყანაში ადამიანის უფლებები იქნება დაცული.
„ჩვენ ვართ გარანტორი, რომ თავისუფლების ხარისხი, ადამიანის უფლებების დაცვა, წარმატებები საგარეო პოლიტიკაში, ეკონომიკის აღდგენა, ინფრასტრუქტურის შემდგომი განვითარება, სამართლიანი ურთიერთობები სახელმწიფოს და მოქალაქეს შორის - ეს ყველაფერი იქნება გარანტირებული“, - განაცხადა თალაკვაძემ.
მისივე თქმით, „ქართული ოცნება“ დამაჯერებლად იმარჯვებს არამხოლოდ თბილისში, არამედ სხვა მაჟორიტარულ ოლქებშიც. ამასთან, როგორც თალაკვაძემ აღნიშნა, არ აქვს მნიშვნელობა, თუ რას ამბობს რადიკალური ოპოზიცია.
„ყველამ ვნახეთ, თუ რა იყო ჩვენი მოქალაქეების სურვილი არჩევნებში, მოქალაქეებმა ცხადად უთხრეს ყველას, მათ შორის, პოლიტიკურ პარტიებს, რომ მათ სურთ მხოლოდ მშვიდობიანი განვითრება, ამიტომ ამ არჩევანს, რომელიც არის უზენაესი და ყველაზე ძლიერი დემოკრატიაში, ვერ შეცვლის ვერცერთი ცალკე აღებული რადიკალური ძალა. ამ პოლიტიკოსებს, რომლებიც ახლა ღიმილის მომგვრელი განცხადებებით გამოდიან, ვურჩევ, რომ დაუჯერონ არჩევნების შედეგებს, დაუჯერონ იმ შედეგებს, რომელსაც საზოგადოებას ცენტრალური საარჩევნო კომისია აწვდის და დაერმორჩილონ ჩვენი საზოგადოების დემოკრატიულ გადაწყვეტილებას“, - განაცხადა თალაკვაძემ.
სიახლეები
- “საპარლამენტო არჩევნებზე ეუთო ოდირს ვინ ეკითხებაო; არჩევნებს რომ აგებენ, მერე ხალხს აბრალებენ ხოლმე” - მდინარაძე ოპოზიციაზე
- “საპარლამენტო არჩევნებზე ეუთო ოდირს ვინ ეკითხებაო; არჩევნებს რომ აგებენ, მერე ხალხს აბრალებენ ხოლმე” - მდინარაძე ოპოზიციაზე
- ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელმა დავით ერემეიშვილმა ქუთაისში მოსწავლეთა შემოქმედებითი ოლიმპიადის გამარჯვებულები დააჯილდოვა
- ისრაელის თავდაცვის მინისტრის ისრაელ კაცის განცხადებით, აიათოლა ალი ხამენეი არსებობას ვეღარ გააგრძელებს
- “ადამიანთა გარკვეული ჯგუფი ჯიუტად ებრძვის ქართულ სახელმწიფოებრიობას, არსებულ ხელისუფლებას, რადგან ვერ შეძლო თავისი აგენტურის მოყვანა” - კახა კალაძე