"რა "ბარდაკია", რა უთავბოლობაა, ეს უნდა დამთავრდეს" - ამირან ძოწენიძე
თვითიზოლაციაში ვარ, ცესკოს ცხელ ხაზზე მითხრეს, რომ გადასატან ყუთზე დარეგისტრირებული ვარ და დღეს მეუბნებიან, რომ სპეცსიაში არ ვარ და არჩევნებში მონაწილეობას ვერ მივიღებ, - ამის შესახებ "ევროპული საქართველოდან" ქუთაისის მერობის კანდიდატი ამირან ძოწენიძე საკუთარ Facebook-ზე წერს.
"ცსკო დაგასხით თავს ლაფი! 22-იდან თვითიზოლაციაში ვარ. 24-იდან მოყოლებული, რაც გამოცხადდა თვითიზოლაციაში მყოფთათვის გადასატან ყუთზე რეგისტრაცია, ვრეკავ ხან ცსკოს, ხან დაავადებათა ცენტრის ნომერზე, და 26-ში როგორც იქნა საშველი დააადგათ და მითხრეს, რომ რეგისტრირებული ვარ და ყუთს სახლში მომიტანენ. მეც დავიჯერე. თურმე სად ვბანაობ?
რამდენიმე წუთის წინ კვლავ დავრეკე ცსკოს ცხელ ხაზზე, მაინც გადავამოწმებ, რა იცი რა ხდება და ბოდიში ბატონო, თქვენ სპეცსიაში არ ხართო. რა "ბარდაკია", რა უთავბოლობაა, ეს უნდა დამთავრდეს, დღესვე", - წერს ამირან ძოწენიძე.
სიახლეები
- ,,ეს არის იმ პოლიტიკის დამსახურება, რასაც საქართველოს ხელისუფლება წლებია აწარმოებს"- შალვა პაპუაშვილი
- ,,სალომე ზურაბიშვილმა გლოვის დღეს ცილი დასწამა ეკლესიას და შემდეგ კითხვები უჩნდება, სად იყო და სად არა"- შალვა პაპუაშვილი
- საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს
- იმერეთში რძის გადამამუშავებელი არალეგალური საწარმოები გამოვლინდა
- ,,გლოვის დღეები ჰქონდა საქართველოს, ამიტომ არაფერი დავწერე, არადა ბევრი რამ მოხდა…” – ეკა კუპატაძე
