"ზოგ უბანზე ბიულეტენებიდან 2 მოხეულია" - სერგი კაპანაძე
,,ევროპული საქართველოს" საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელის, სერგი კაპანაძის თქმით, ,,ქართული ოცნების" კომისიის წევრები გურჯაანში, 31 უბანზე ამომრჩევლისთვის ბიულეტენების გადაცემისას, ბიულეტენებს ისე ხევენ, რომ მასზე ,,ევროპული საქართველოს" ნომერი არის მოჭრილი.
კაპანაძემ აღნიშნა, რომ მას შემდეგ რაც ევროპული საქართველოს წარმომადგენელმა ამის შესახებ საჩივარი დაწერა, კომისიამ ის გააძევა უბნიდან.
კაპანაძის თქმით, ეს მკაფიოდ არის კანონის დარღვევა.
სიახლეები
- ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე საქართველოს 142-ე პატრიარქი აირჩიეს
- ,,დღეს ისტორიული მოვლენის წინაშე ვდგავართ, ყოვლადწმინდა სამების ამ დიდებულ ტაძარში შეკრებილნი სრულად ვართ მინდობილნი ღვთის განგებულებას"- მეუფე შიო
- ,,ღვთის განგებას ვერ გადავწყვეტ, როგორც უფალი განაგებს ისე იქნება"- მეუფე იოანე
- ,,მშვიდობა იზეიმებს და საქართველო გაიმარჯვებს" - მეუფე გრიგოლი
- სამეგრელოში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღეს
