ფიზიკური დაპირისპირება მარნეულის 52-ე საარჩევნო უბანთან
მარნეულის 52-ე საარჩევნო უბანთან ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.
არსებული ინფორმაციით, ჩხუბის მიზეზი ამომრჩეველზე ზეწოლა გახდა.
როგორც ადგილობრივები აცხადებენ, ერთმანეთს "ქართული ოცნებისა" და "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლები დაუპირისპირდნენ. ოპოზიციის თქმით, დილიდან პერიმეტრზე მოძრაობდა მარნეულის საკრებულოს თავმჯდომარე ამირან გიორგაძე, რომელიც საკუთარი არჩევანის დასაფიქსირებლად მისულ მოქალაქეებს ეუბნებოდა, რომ მმართველი პარტიისთვის უნდა მიეცათ ხმა.
ადგილზე მობილიზებულნი იყვნენ სამართალდამცველები, რომელებიც აცხადებენ, რომ რეაგირებას საკითხის შესწავლის შემდეგ მოახდენენ.
სიახლეები
- ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე საქართველოს 142-ე პატრიარქი აირჩიეს
- ,,დღეს ისტორიული მოვლენის წინაშე ვდგავართ, ყოვლადწმინდა სამების ამ დიდებულ ტაძარში შეკრებილნი სრულად ვართ მინდობილნი ღვთის განგებულებას"- მეუფე შიო
- ,,ღვთის განგებას ვერ გადავწყვეტ, როგორც უფალი განაგებს ისე იქნება"- მეუფე იოანე
- ,,მშვიდობა იზეიმებს და საქართველო გაიმარჯვებს" - მეუფე გრიგოლი
- სამეგრელოში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღეს
