"რთული გზით გადავწყვიტე სიარული" - სად იყრის დეპუტატად კენჭს ეკა ბესელია?
პოლიტიკური პარტია "სამართლიანობისთვის" თავმჯდომარე ეკა ბესელია მაჟორიტარ დეპუტატად რეგიონში იყრის კენჭს.
ამის შესახებ ბესელიამ ტელეკომპანია "პალიტრანიუსის" გადაცემა "დღის ნიუსრუმში" განაცხადა.
მისივე თქმით, პარტიას "სამართლიანობისთვის" რამდენიმე მაჟორიტარი ეყოლება.
"რეგიონში ვიყრი კენჭს და ეს იყო ჩემი კომპრომისი. თბილისში გაცილებით გამიადვილდებოდა, მაგრამ რთული გზით გადავწყვიტე სიარული. ეს თანდაყოლილი მაქვს, პოლიტიკაში სულ რთული გზით დავდივარ, მაგრამ ეს არის ჩემი არჩევანი იმიტომ, რომ კომპრომისი იყო, შეთანხმება შედგა თბილისში და არ მინდოდა ამ შეთანხმებაში ცუდი როლი მეთამაშა. ხვალ ოფიციალურად ვხსნით კამპანიას", - განაცხადა ბესელიამ.
კითხვაზე, იცნობს თუ არა იმ ოლქის ამომრჩევლების განწყობას, რომელშიც კენჭისყრას აპირებს, ბესელიამ განაცხადა, რომ შემთხვევით არაფერს აკეთებს.
"შემთხვევით არაფერს ვაკეთებთ. ყველაფერში მაქვს ჩემი მყარი, ფუნდამენტური ლოგიკა. რთული გზით რომ მივდივარ, ეს არ ნიშნავს, რომ გაუაზრებლად მივდივარ. ის იდეა, რის გამოც იმ გზას ვირჩევ, რთულია, მაგრამ იქ არის მყარი ლოგიკა", - განაცხადა ბესელიამ.
მან ასევე შეაფასა მოქმედი პარლამენტის საქმიანობა და აღნიშნა, რომ წინა მოწვევის პარლამენტი უფრო ძლიერი იყო.
სიახლეები
- ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე საქართველოს 142-ე პატრიარქი აირჩიეს
- ,,დღეს ისტორიული მოვლენის წინაშე ვდგავართ, ყოვლადწმინდა სამების ამ დიდებულ ტაძარში შეკრებილნი სრულად ვართ მინდობილნი ღვთის განგებულებას"- მეუფე შიო
- ,,ღვთის განგებას ვერ გადავწყვეტ, როგორც უფალი განაგებს ისე იქნება"- მეუფე იოანე
- ,,მშვიდობა იზეიმებს და საქართველო გაიმარჯვებს" - მეუფე გრიგოლი
- სამეგრელოში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღეს
